
მოლისანის თერაპიული საფენი
1 ცალი / 5 ცალი
კანის, ჭრილობებისა და მტკივნეული სახსრების ადგილობრივი მოვლა.
აირჩიეთ შეფუთვა
კალათაში დასამატებლად დააჭირეთ სასურველ შეფუთვას.
აღწერა
მოლისანის თერაპიული საფენი (15х22სმ) გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით:
• მოლისანის თერაპიულ საფენს აქვს ადსორბციული და გამწმენდი თვისებები. პრობლემურ ადგილას დაფენილი საფენი ქსოვილიდან გამოდევნის ანთებით სუბსტრატს, პათოგენურ ბაქტერიებს და მათ ტოქსინებს, აუმჯობესებს ადგილობრივ მეტაბოლიზმს, ასუფთავებს და აღადგენს უჯრდებს;
• აქვს შთანმთქმელი ეფექტი (შთანთქავს ტოქსიკურ ნივთიერებებს);
• უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ ეფექტს;
• ამსუბუქებს ტკივილს;
• თრგუნავს ანთებას;
• ამცირებს შეშუპებას (ჭარბი სითხის მოცილებით);
• აჩქარებს რეგენერაციას;
• ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას.
მოლისანის თერაპიული საფენი რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების დროს:
• ჩირქოვანი პროცესები, ინფიცირებული ჭრილობები, დამწვრობა;
• ინექციის შემდგომი აბსცესები;
• კუნთ - სახსროვანი დაავადებები (სახსრების რევმატიზმი, ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა);
• ქვედა კიდურების სისხლძარღოვანი პათოლოგიები (წითელი ქარი, ვარიკოზი, ლიმფოსტაზი, წყლულები);
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაავადებები;
• ქოლეცისტიტი;
• სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები (ფიბროცისტური მასტოპათია);
• საშვილოსნოს დაავადებები;
• კანის დაავადებები (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული);
• თმის ცვენა, ბუდობრივი თმის ცვენა, სებორეა, ფსორიაზი.
• გაციება, ყელის ტკივილი, სურდო, ხველა და ა.შ.
• სასუნთქი გზების პათოლოგიები;
• ფილტვებში ანთებითი პროცესები;
მოლისანის თერაპიული საფენი კომპლექსური მკურნალობის გეგმაში მხოლოდ დამხმარე მეთოდად უნდა ჩაითვალოს. მოლისანის თერაპიული საფენი უნივერსალური განკურნების საშუალება არ არის. მოლისანის თერაპიული საფენის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
გამოყენების წესი
მოლისანის თერაპიული საფენი უნდა დამაგრდეს ბინტით, ან სუფთა მიტკალის ნაჭრით, საფენი უნდა იყოს სუნთქვადი, ანუ ჰიგროსკოპიული, არ დააფაროთ მასზე აპკი (ცელოფანი), შარფი ან სქელი ქსოვილი. ჰაერი თავისუფლად უნდა წირკულირებდეს. მოლისანის თერაპიული საფენის ხსნარის გამოყენებისას, მარლა საფენისთვის 8 ფენად გადაკეცეთ.
გაითვალისწინეთ, რომ საფენი მოქმედებს ადგილობრივად - მხოლოდ დაავადებულ ორგანოზე ან სხეულის კონკრეტულ უბანზე.
შემთბარი მოლისანის თერაპიული საფენი უფრო ეფექტურად მოქმედებს, ამისთვის ჩაყურსეთ იგი 42°-მდე შემთბარი წყალით სავსე ფინჯანში, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ ამოიღეთ, შეამშრალეთ, გახსენით და გამოიყენეთ.
მოლისანის თერაპიული საფენის ხსნარი შეგიძლიათ შეათბოთ შემდეგნაირად, ჩაასხით იგი ფინჯანში და ჩადგით ცხელ, 42°-მდე შემთბარ წყალში. მოამზადეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა (შემთბარი მოლისანი არ ინახება).
როგორ დავიდოთ მოლისანის თერაპიული საფენი?
• მოლისანის თერაპიული საფენის დაფარვის ადგილი საპნითა და თბილი წყლით დაიბანეთ და პირსახოცით გაიმშრალეთ. ჩირქოვანი ჭრილობის შემთხვევაში ჩამოიბანეთ ჭრილობა "მოლისანი ბეთლემით".
• საჭიროების შემთხვევაში მოლისანის თერაპიული საფენი შეათბეთ, ჩაყურსეთ ცხელი წყალით სავსე ფინჯანში, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ ამოიღეთ, შეამშრალეთ და გახსენით.
• მოლისანის თერაპიული საფენი სხეულის კონკრეტულ უბანზე დაიდეთ. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ იყენებთ მოლისანის თერაპიული საფენის ხსნარს, დაასველეთ 8 ფენათ გადაკეცილი ბინტი ან მარლა (15 სმ. x 20 სმ.) 20-25 მლ. მოლისანის თერაპიული საფენის ხსნარით (აპლიკაცია უნდა იყოს სველი, მაგრამ ხსნარი არ უნდა წვეთავდეს).
• მოლისანის თერაპიული საფენი დააფიქსირეთ ბინტით.
• გარკვეული დროის შემდეგ (სამკურნალო მდგომარეობიდან გამომდინარე), მოიხსენით მოლისანის თერაპიული საფენი და კანი "მოლისანი ბეთლემი", ან სუფთა წყლით დასველებული რბილი ქსოვილით გაიწმინდეთ.
მოლისანის თერაპიული საფენი ლოკალიზებულ ეფექტს იძლევა, ამიტომ ის კონკრეტულ უბანზე სამკურნალო მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა დაიდოთ.
რა სარგებელი მოაქვს მოლისანის თერაპიულ საფენს?
1. კანის სხვადასხვა აბსცესის, ფურუნკულების და გამონაყარის დროს, მოლისანის თერაპიული საფენი 2-3 საათის განმავლობაში დაიდეთ, შემდეგ მოიხსენით, ჩირქი მოიწმინდეთ და ახალი საფენი დაიდეთ. მოლისანის თერაპიული საფენი ხელს უწყობს ჩირქის გამოდევნას და ღრუს გაწმენდას.
2. ძვლებისა და სახსრების დაავადებების დროს მოლისანის თერაპიული საფენი ხელს უწყობს ტკივილისა და ანთების შემსუბუქებას, ის დაზიანებულ ადგილას 10-12 დღის განმავლობაში 6-8 საათით იდება.
3. მოლისანის თერაპიული საფენი ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების ანთებითი და სხვა მდგომარეობების მოგვარებას.
4. მოლისანის თერაპიული საფენი გამოიყენება პროსტატის ჯირკვლისა და გარე სასქესო ორგანოების პრობლემების დროს. ამ შემთხვევაში, მოლისანის თერაპიული საფენი მონაცვლეობით გამოიყენება შორისისა და გავის ძვალზე.
5. მოლისანის თერაპიული საფენი სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. თუ ბრონქებსა და ფილტვებში ანთებითი გამოვლინებებია, მოლისანის თერაპიული საფენი იდება გულმკერდზე. თუ ხახაშია, მოლისანის თერაპიული საფენი იდება კისერზე, ხოლო სინუსიტის შემთხვევაში, ცხვირსა და შუბლზე.
6. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მკურნალობა შესაძლებელია კისერზე მოლისანის თერაპიული საფენის დადებით (10-დღიანი კურსით) საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.
პროცედურა განკუთვნილია ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური ექსუდატის დარბილების (გათხევადების), კვანძების გასანადგურებლად და ლიმფური შეგუბების აღმოსაფხვრელად.
7. პრობლემური კანი უფრო სუფთა გახდება, ხოლო ეროზიები და აქერცვლა სწრაფად შეხორცდება მოლისანის თერაპიული საფენის მეშვეობით.
8. ანთებითი ლიმფური კვანძების და ელენთის პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია მოლისანის თერაპიული საფენის დადებით პრობლემურ ზონაზე.
9. მოლისანის თერაპიული საფენი დადებითად იმოქმედებს, თუ არსებობს ქვედა კიდურების სისხლძარღვების დაავადებები, რომლებიც გართულებულია ტროფიკული წყლულების წარმოქმნით.
10. ჭიპზე მოლისანის თერაპიული საფენის ან ხსნარში დასველებული ბამბის დისკის დადება გაგიქრობთ შებერილობას, სიმძიმეს და დისკომფორტს.
დაავადებების ჩამონათვალი, გამოიყენების მეთოდური მითითებანი
მოლისანის თერაპიული საფენი არ დაგვეხმარება:
თიაქრისა და შეხორცებების დროს;
ყაბზობის დროს;
ნაწლავებისა და კუჭის წყლულოვანი დაზიანებების დროს; კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება მოლისანი ელექსირი.
ნაწლავის გაუვალობის დროს;
თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საშარდე გზების კენჭების დროს;
გულის სარქვლების პათოლოგიების დროს;
გულის იშემიური დაავადების დროს;
სტენოკარდიის დროს.
შემადგენლობა
ანტისეპტიკური ხსნარი მოლისანი, მაგნიუმის სულფატი, სოდიუმის ქლორიდი, ვერცხლის კოლოიდი, მცენარეული ეთერზეთები: მირრა (მირონი), ბოსველია (საკმეველი), ჩაის ხე.
ანტისეპტიკური ხსნარი მოლისანი.
ფართო სპექტრის მქონე მცენარეული ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური სამკურნალო საშუალება, რომელსაც თავისი უნიკალური ფორმულის გამო მსოფლიო ბაზარზე არ აქვს ანალოგი. გამოიყენება როგორც კანის დაავადებების და შეუხორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ ასევე ართროზისა და სხვა ანთებითი მდგომარეობების დროს.
ანტისეპტიკური ხსნარი მოლისანი ხასიათდება ადსორბციული და გამწმენდი თვისებებით, ქსოვილიდან გამოდევნის ანთებით სუბსტრატს, პათოგენურ ბაქტერიებს და მათ ტოქსინებს, აუმჯობესებს ადგილობრივ მეტაბოლიზმს, ასუფთავებს უჯრედებს და აღადგენს თითოეული უჯრედის უნარს შეასრულოს თავისი დანიშნული ფუნქცია.
მაგნიუმის სულფატი (Magnesii sulfas).
მაგნიუმის სულფატი წმენდს უჯრედებს ტოქსინებისგან, ხსნის კუნთების დაძაბულობას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ შეწოვას და ავსებს მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში. მაგნიუმის სულფატის შემცველი კომპრესები ამსუბუქებს შეშუპებას, ხელს უწყობს ჰემატომების რეზორბციას და ამცირებს კუნთების ტკივილს.
სოდიუმის ქლორიდი (Natrii chloridum).
სოდიუმის ქლორიდს აქვს ოსმოსური ეფექტი, რომელიც ჭრილობიდან გამოდევნის ჩირქსა და სითხეს. ის ხელს უწყობს გაწმენდას, განსაკუთრებით ჩირქოვანი ჭრილობების შემთხვევაში, და ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებას.
ვერცხლის კოლოიდი (Argentum colloidale).
კოლოიდურ ვერცხლს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ამცირებს ანთებას. ის ტრადიციულად გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.
მირრა (Commiphora myrrha).
მირრას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები. ის ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას ეფექტურია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების, ფურუნკულებისა და ფისტულების დროს. იგი გამოიყენება კანის ისეთი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, აკნე და დერმატიტი. ის ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქებისა და ნაწიბურების შემცირებას.
ბოსველია (Boswellia frereana).
ბოსველიას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულატორული თვისებები. იგი გამოიყენება სახსრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ართრიტის, ოსტეოქონდროზისა და პოდაგრის დროს.
ჩაის ხე (Melaleuca alternifolia).
ჩაის ხის ზეთს აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და აღმდგენი თვისებები. ის ეფექტურად გამოიყენება დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში აკნეს, სოკოვანი ინფექციების (მათ შორის, ტერფის და ფრჩხილის სოკოს) სამკურნალოდ, ასევე თავის კანის მოვლისა და თმის გაძლიერებისთვის. ზეთი ასევე გამოიყენება გაღიზიანების, შეშუპებისა და ქავილის შესამსუბუქებლად.
უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური აუტანლობა; ათეროსკლეროზი; ცერებრული სისხლძარღვოვანი სკლეროზი; ფილტვისმიერი სისხლდენა; გარკვეული დერმატოლოგიური მდგომარეობები (საჭიროა ექიმის კონსულტაცია).
სიფრთხილით გამოიყენეთ: ჰიპერტონია; გულის უკმარისობა; მეტაბოლური დარღვევები.
ორსულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში მოლისანის თერაპიული საფენი გამოიყენება დღეში ერთხელ მაქსიმუმ 3 საათით. არ დაიდოთ საფენი მუცლის არეში.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან.


