მოლისანს 2006 წლიდან ვქმნით და ვაწარმოებთ. თითოეული პროდუქტის უკან ჩვენი შრომა, გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებელთა გამოხმაურებები დგას. აქ ჩვენი პროდუქციის ლაბორატორიული კვლევები და დოკუმენტებია თავმოყრილი.
ანტისეპტიკური ეფექტურობა — NCDC-ის კვლევა, 2026
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევაში მზა მოლისანის ხსნარი 15-წუთიანი ექსპოზიციის პირობებში სრულიად ეფექტური აღმოჩნდა საოპერაციო და საინექციო არეების კანის ანტისეპტიკური დამუშავებისთვის. შედეგი ასახულია 2026 წლის 4 სექტემბრის ოფიციალურ წერილში № NCDC 9 26 01181701.
№26CO414840 ნიმუშის ლაბორატორიულ შედეგებში P. aeruginosa ATCC 27853-ის, E. hirae ATCC 10541-ისა და S. aureus ATCC 25923-ის ზრდა არ დაფიქსირდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევები
2015–2016 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მოლისანის, მოლისანის ელექსირისა და მოლისანის ლოსიონის ზოგადი ტოქსიკურობის პრეკლინიკური კვლევები. დოკუმენტის ბარათში მითითებულია შესწავლილი პროდუქტი, წელი და კვლევაში გამოყენებული შემადგენლობა.
მოლისანის ლოსიონის 2016 წლის პრეკლინიკურ კვლევაში თეთრ თაგვებში შესწავლილი პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გაღიზიანება არ გამოვლენილა. დოკუმენტი
მოლისანის ელექსირის 2016 წლის პრეკლინიკურ კვლევაში ლაბორატორიულ ცხოველებში შესწავლილ პრეპარატს მწვავე ტოქსიკური, კუმულაციური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ალერგიული მოქმედება არ გამოუვლინდა. დოკუმენტი
მოლისანის 2015 წლის პრეკლინიკურ კვლევაში ლაბორატორიულ ცხოველებში შესწავლილ პრეპარატს მწვავე ტოქსიკური, კუმულაციური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ალერგიული მოქმედება არ გამოუვლინდა. დოკუმენტი
ლაბორატორიული ოქმები და სერტიფიკატები
ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა წლის ლაბორატორიული ოქმები, შესაბამისობის დეკლარაცია და GLOBALTEST-ის სერტიფიკატები. თითოეულ დოკუმენტთან მითითებულია პროდუქტი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ ის განსაზღვრულია.
ხარისხი და გამოყენება
შემადგენლობა, გამოყენების წესი და შენახვის პირობები შესაბამისი პროდუქტის შერჩევასა და სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
