
აკნე, წადი... შორს!
100 კაფსულა · 450 მგ თითო კაფსულაში
აკნესკენ მიდრეკილი კანის კომპლექსური მოვლისთვის; შერჩევა ინდივიდუალურია.
შეფუთვა და ფასი
მიწოდების პირობები
- თბილისი — 6 ₾.
- საქართველოს სხვა ქალაქები და რეგიონები — 12 ₾.
- 120 ₾-დან შეკვეთისას მიწოდება მთელ საქართველოში უფასოა.
- საზღვარგარეთ — საფოსტო ტარიფებით.
- ადგილზე გატანა — უფასო.
ინფორმაცია პროდუქტზე
პრობლემური კანის მოვლის ფარგლებში
აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლასთან ერთად კომპლექსის შერჩევისას მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობა, მიღებული მედიკამენტები და ცალკეული მცენარეებისადმი მგრძნობელობა. აკნე, წადი... შორს!-ის მიღების სქემა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
გარეგანი მოვლისთვის მოლისანის ხაზში წარმოდგენილია ლოსიონი. მისი გამოყენების წესი მოცემულია პროდუქტის ცალკე გვერდზე.
გამოყენების წესი
დოზა და კურსის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან. კაფსულებს მიაყოლეთ სასმელი წყალი. ნუ გამოიყენებთ თვითნებურად ხანგრძლივი კურსებით.
შემადგენლობა
Juglans nigra — შავი კაკლის ნაყოფის გარსი და ფოთოლი;
Ananas comosus — ბრომელაინი;
Carica papaya — პაპაინი;
Arctium lappa — ოროვანდის ფესვი;
Artemisia absinthium — აბზინდა;
Olea europaea — ზეთისხილის ფოთოლი;
Syzygium aromaticum — მიხაკი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი.
გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ორსულობისას, ძუძუთი კვებისას, 12 წლამდე ასაკში ან კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში. მოზარდებში გამოყენება საჭიროებს ექიმის შეფასებას.
არ გამოიყენოთ ნაწლავის გაუვალობის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების, გაურკვეველი მიზეზის მუცლის ტკივილის ან გამოხატული გაუწყლოების დროს. კუჭის წყლულის ან ეროზიული გასტრიტის შემთხვევაში მიღება წინასწარ შეათანხმეთ ექიმთან.
მაღალი არტერიული წნევის, გულის ან თირკმლის დაავადებების დროს, ასევე შარდმდენების, გულის პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების მიღებისას საჭიროა თავსებადობის შემოწმება.
დიარეის, სპაზმების ან გამოხატული სისუსტის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
შენახვა
შეინახეთ დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
აკნე და კანის მოვლა
აკნეს დროს მოლისანის პროდუქტების გამოყენების ისტორიები ცალკე განყოფილებაშია თავმოყრილი.


