ქართული ბრენდი მოლისანი!
მცენარეული პარასამკურნალო საშუალება.
ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური შინაგანი და გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მცენარეული ნაკრები, რომელსაც თავისი უნიკალური ფორმულის გამო მსოფლიო ბაზარზე არ აქვს ანალოგი.
მოლისანი ელექსირი გამოიყენება კუჭნაწლავის დაავადებების დროს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს. მოლისანი ელექსირი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხელს უშლის ალერგიულ რეაქციებს და დერმატიტებს, ამცირებს მათ ინტენსივობას. ეფექტურია ცხვიხახის დაავადებების დროს.
მოლისანი დეტოქსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს სისხლძარღვების გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის დაგროვებას (სტაზს), გააჩნია სისხლის გამათხელებელი ეფექტი და ხელს უშლის სისხლში კოლტების წარმოქმნას.
მოლისანი დეტოქსი გამოდევნის (გამოყოფს) თირკმელების, ნაწლავების, ფილტვების, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ასწორებს ელექტრომაგნიტურ ჰომეოსტაზს. მოლისანი დეტოქსი ათავისუფლებს სისხლს, ღვიძლს და მთელ ორგანიზმს არსებულ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან და მათი ტოქსინებიდან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას, მოქმედებს უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე.
მოლისანი ლოსიონი აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანს, ხსნის გაღიზიანებას, ასუფთავებს და აჯანსაღებს კანს. ხელს უწყობს მუწუკების, ფერიმჭამელების, ჰერპესის, პაპილომა ვირუსის, მზისმიერი და ასაკობრივი ლაქების გაქრობას. გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების დროს.
მოლისანი ალოე ვერა გამოიყენება ფერიმჭამელების, აკნეს, დერმატიტის, კანის წყლულების და ეგზემის მკურნალობისთვის. გარდა ამისა, ალოე ვერა ეფექტურად ებრძვის ვენების ვარიკოზულ დაავადებას და უწყობს ხელს კანის ზედაპირის გასწორებას. ლიგნინის შემცველობის გამო, სინოტივე და სამკურნალო ნივთიერებები აღწევენ კანის ღრმა შრეებში, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და განახლებას უჯრედულ დონეზე.
მოლისანი ბეთლემი უნიკალური მცენარეული ანთების საწინააღმდეგო საშუალება რომლის შემადგენლობაშია ოქრო, საკმეველი და მირონი. დანიშნულება: მწვავე და ქრონიკული ბაქტერიალური, ვირუსული და სოკოვანი ინფექცია, მძიმე, ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა, ტროფიკული წყლული, ინფექციური დერმატიტი, ნაწოლები, დამწვრობა, ძვალ-სახსართა ანთებითი დაავადებები.
მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენება რექტოვაგინალური დაავადებების დროს. ანადგურებს საშოს ლორწოვანის პათოგენურ ფლორას (ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა, გენიტალური ჰერპესი). ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით სასქესო ორგანოებზე.
არის ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის გადაცემას. ეფექტურია candida-ს რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს. როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ საშოს გამორეცხვის სახით, როგორც ბუნებრივი და სრულიად უვნებელი ადგილობრივი კონტრაცეპტივი (მოლისანი თრგუნავს სპერმატოზოიდების აქტივობას).
მოლისანი ანტისეპტიკი ეფექტურია ბუასილის (ჰემოროი) და პროსტატიტის დროს.
ზოგადი რეკომენდაციები მოლისანის გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ...
მოლისანის მცენარეული ექსტრაქტები.
უმაღლესი ხარისხის მოლისანის ორგანული მცენარეული ექსტრაქტები კაფსულებში.
გაყიდვების ლიდერი: ქვედა ნაწლავის ტონიკი და ანტიპარაზიტარული ფორმულა.
დაავადებების დაახლოებით 90% გამოწვეულიa 2 მიზეზით, პარაზიტებით რომლებიც ამა თუ იმ გზით აღწევენ ადამიანის ორგანიზმში და ქრონიკული შეკრულობით.
პარაზიტული ინვაზიის წარმოშობისას მიიღება მოლისანის სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, რომლის შემადგენლობაში ორგანული შავი კაკალი, ორგანული აბზინდა და ორგანული მიხაკია.
შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლს და მთელს ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე, ხოლო მიხაკი ანადგურებს მატლებსა და კვერცხებს.
ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში მიიღება ქვედა ნაწლავის ტონიკი. სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. ქვედა ნაწლავის ტონიკი ათავისუფლებს მსხვილ ნაწლავს გაქვავებული ფეკალური მასებისგან, აჯანსაღებს ლორწოვან გარსს და აღადგენს პერისტალტიკურ ტალღებს. გამოიყენეთ მოლისანის ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძილზე!
უმაღლესი ხარისხის ნანო კოლოიდები
ოქროს ნანო კოლიდი ორგანიზმის აღმდგენითი ფუნქციების სტიმულიატორი. ხელს უწყობს დღეგრძელობას და სიცოცხლემედეგობას.
ვერცხლის ნანო კოლიდი ანტიბაქტერიალური, ანტისოკოვანი, ანტივირუსული, ანტიჰელმინთური სამკურნალო საშუალება.
სპილენძის ნანო კოლიდი შეუნაცვლებელი მიკროელემენტი. მეტად, აუცილებლად საჭიროა ერიტროციტების შესაქმნელად და ცილების ცვლისთვის
თუთიას ნანო კოლიდი სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელი ელემენტი. კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ.
ცოცხალი წყალი აუმჯობესებს ნივთუერებათა ცვლას, აჩქარებს შხამების და წიდების გამოდევნის პროცესს ორგანიზმიდან და ხელს უწყობს წონის კორექტირებას. მეძუძურ დედებში ცოცხალი წყალი აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და აძლიერებს ლაქტაციას.
ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს:
- შაქრიანი დიაბეტი,
- ჭარბი წონა,
- კუჭნაწლავის დაავადებები,
- ვირუსული ჰეპატიტი,
- ფარისებრი ჯირკვლის ადენომა,
- ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე.
ოიო - მოლისანის საფუძველზე შექმნილი ქართული ნატურალური კოსმეტიაკა.
ოიო - მოლისანის საფუძველზე შექმნილი ქალთა ახალი თაობის კოსმეტიკური ხაზი. უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული, ოიო ჰმატებს სასიამონო შეგრძნებას, ოპტიმისტურ განწყობას და თავდაჯერებულობას! ოიო - ლამაზი ქალების არჩევანი.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.