
მოლისანი ლოსიონი
117 მლ / 500 მლ
მოლისანი ლოსიონი ჩაის ხის ზეთით — კანის მოვლისთვის აკნეს, გამონაყარისა და გაღიზიანების დროს.
შეფუთვა და ფასი
რისთვის გამოიყენება
სახისა და სხეულის კანის ყოველდღიური მოვლა.
აკნესა და კანის სხვა პრობლემების მკურნალობა
• კანის ყოველდღიური ნაზი მოვლა.
• აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელები, სტაფილოკოკური ინფექცია, პაპილომავირუსი, პიგმენტური და ასაკობრივი ლაქები, სხეულზე ჰერპესი.
• ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი.
• მზის ალერგია, მზისგან დამწვრობა და გარუჯვის შემდგომი მოვლა.
• მწერების ნაკბენები.
• როზაცეა.
მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.
დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).
გამოიყენეთ მოლისანი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.
გამოყენების წესი
დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, მკერდის და ხელების მოლისანში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმენდა, რათა გასუფთავდეს იგი ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან.
მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.
აკნესა და კანის სხვა პრობლემების მკურნალობა
ჩვენებები
• აკნე და მუწუკები
• ჩირქოვანი გამონაყარი
• შავი წერტილები
• პიგმენტური და ასაკობრივი ლაქები
• ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული მდგომარეობები
რატომ ვითარდება აკნე?
აკნეს განვითარება ხშირად დაკავშირებულია ბაქტერია Cutibacterium acnes-ის (C. acnes) ჭარბ ზრდასთან. ეს ბაქტერია ბუნებრივად ბინადრობს კანის ფოლიკულებსა და ფორებში.
C. acnes ძირითადად იკვებება ფოლიკულებში ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ცხიმითა და ცხიმოვანი მჟავებით.
ცხიმის გამომუშავების მატებამ — მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში — ასევე ფორებისა და ფოლიკულების დახშობამ, შეიძლება ხელი შეუწყოს C. acnes-ის ჭარბ გამრავლებას.
ჩაის ხის ზეთი და კანის მოვლა
ჩაის ხის ზეთს ტერპენული ნაერთების წყალობით გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება ახასიათებს.
ანტიმიკრობული მოქმედება და კანის ფორებსა და ფოლიკულებში შეღწევის უნარი ჩაის ხის ზეთს განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის აკნეს დროს.
ჩაის ხის ზეთის ტერპენები ხელს უწყობს C. acnes-ის რაოდენობის შემცირებას, კანის გაჯანსაღებას, ანთებითი პროცესის დამშვიდებას და გაღიზიანებული კანის მოვლას.
მოლისანი ლოსიონის გამოყენება
ყოველდღიურად, დღეში 5–6-ჯერ ან უფრო ხშირად, დაამუშავეთ კანი „მოლისანი ლოსიონში“ დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.
კანის გაშრობის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.
უფრო ინტენსიური მოვლისთვის გამოიყენეთ 42°C-მდე შემთბარი მოლისანის საფენი და გაიჩერეთ 15–20 წუთის განმავლობაში.
მოლისანის შესათბობად:
1. ჩაასხით პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა ფინჯანში.
2. ფინჯანი მოათავსეთ ცხელ წყალში.
3. შეათბეთ ხსნარი დაახლოებით 42°C-მდე.
4. მოამზადეთ მხოლოდ ერთი პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა — წინასწარ შემთბარი მოლისანი არ ინახება.
მოლისანის ჩამობანა საჭირო არ არის.
მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა
კვებიდან 1 საათის შემდეგ ან კვებამდე 20–30 წუთით ადრე, დღეში 2–3-ჯერ, მიიღება 1–3 კაფსულა — სხეულის წონისა და ჩივილების მიხედვით.
ძირითადი კურსი — 1 თვე.
მეორე თვიდან:
ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება ყოველ 2–3 დღეში ერთხელ — ერთჯერადად მიიღება ერთი დღის სრული დოზა.
მესამე თვიდან:
მიიღება ყოველ 5–7 დღეში ერთხელ — ერთჯერადად ერთი დღის სრული დოზა.
ინტენსიური კურსი — მოლისანი ელექსირი და წყალი
ინტენსიური მოვლის პერიოდში შინაგანად ასევე გამოიყენება:
• მოლისანი ელექსირი ან მოლისანი დეტოქსი
• ცოცხალი წყალი ან გაფილტრული ონკანის წყალი
მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტების გამოდევნას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.
ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებების ბუნებრივი გზით გამოდევნას.
მოლისანი ელექსირის მიღების სქემა
ერთჯერადი დოზა — 15–20 მლ.
მიიღეთ დღეში 3-ჯერ:
• დილით — უზმოზე
• შუადღეს — ჭამამდე 30 წუთით ადრე
• საღამოს — უშუალოდ ძილის წინ
ცოცხალი წყალი
დილით, უზმოზე, მოლისანი ელექსირის ან დეტოქსის მიღების შემდეგ, დალიეთ 2–3 ჭიქა 50–60°C-მდე შემთბარი ცოცხალი წყალი — ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით.
დღის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის ცოცხალი წყალი.
გაითვალისწინეთ
მოლისანი ელექსირისა და ცოცხალი წყლის მიღება მიზნად ისახავს ორგანიზმის ბუნებრივი გამოდევნის პროცესების მხარდაჭერას.
კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედების შემთხვევაში ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებების გამოდევნა შეიძლება გართულდეს და ეს ზოგჯერ კანის მდგომარეობაზეც აისახოს.
სტაფილოკოკური ინფექციის დროს
მოლისანის ინტენსიური გამოყენების პარალელურად შინაგანად გამოიყენება ვერცხლის ნანოკოლოიდი:
• 5 მლ — დღეში ორჯერ
• დილით — უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე
• საღამოს — უშუალოდ ძილის წინ
ვერცხლის ნანოკოლოიდი გააჩერეთ პირის ღრუში 3–4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დალიეთ 200 მლ ცოცხალი წყალი.
პაპილომების დროს
პაპილომის შემთხვევაში „მოლისანი ლოსიონი“ გამოიყენება საფენის სახით.
მოლისანით გაჟღენთილი საფენი დაამაგრეთ პაპილომაზე პლასტირით და პერიოდულად დაასველეთ, რათა არ გამოშრეს.
გამოყენება გრძელდება მანამ, სანამ პაპილომა არ გამოშრება.
პატარა — დაახლოებით 1 მმ-მდე — პაპილომების შემთხვევაში შესაძლებელია კანის დამუშავება დღეში 5–6-ჯერ:
• მოლისანი ლოსიონის შეშხურებით
• მოლისანით დასველებული ბამბის ტამპონით
შემადგენლობა
სტრუქტურირებული წყალი, ოქრო, ნატრიუმის ქლორიდი, ჩაის ხის, ევკალიპტის და პიტნის ეთერზეთები.
უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობისას.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.
შენახვა
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
