მოლისანი ნანო ვერცხლი
ყველა კოლოიდი

მოლისანი ნანო ვერცხლი

117 მლ

თქვენი მეორე იმუნური სისტემა.

შეფუთვა და ფასი

ინფორმაცია პროდუქტზე

აღწერა

ვერცხლის ხსნარი ჩვენს ორგანიზმში მეორე იმუნური სისტემის მსგავსად მოქმედებს. რეგულარული მიღებისას კოლოიდური ვერცხლი ლეიკოციტებთან და ფაგოციტებთან ურთიერთქმედებით ააქტიურებს იმუნურ სისტემას. ის ანადგურებს ყველა ცნობილ მიკროორგანიზმს, რომელიც მასთან უშუალო შეხებაში მოდის. დღეს ცნობილი არცერთი პათოგენური მიკროორგანიზმი ვერ გადარჩება, თუ ორგანიზმში ვერცხლის გარკვეული რაოდენობაა. სადეზინფექციო და პროფილაქტიკური მოქმედების გარდა, კოლოიდური ვერცხლი ხელს უწყობს მწვავე დაავადებების მკურნალობას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

ვერცხლის სასარგებლო მოქმედებას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები აღიარებდნენ. სასმელებს ვერცხლის ჭურჭელში ინახავდნენ, რათა მათი სიახლე შეენარჩუნებინათ. ამერიკელმა ჩამოსახლებულებმა შენიშნეს, რომ ვერცხლის დოლარის ჩაგდებისას რძე უფრო დიდხანს ინახებოდა და არ მჟავდებოდა. ვერცხლი შეუცვლელი მიკროელემენტია როგორც ადამიანებისთვის, ისე მცენარეებისა და ცხოველებისთვის.

სამედიცინო კვლევები ადასტურებს მჭიდრო კავშირს ვერცხლსა და იმუნურ სისტემას შორის, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ექიმმა გარი სმითმა დაადგინა, რომ კოლოიდური ვერცხლი ორგანიზმების თავდაცვის მექანიზმისთვის აუცილებელია. იმუნური სისტემის სუსტი მუშაობა ორგანიზმში ვერცხლის დეფიციტს უკავშირდება.

რობერტ ო. ბეკერის კვლევის მიხედვით, ვერცხლი ძვლის რეგენერაციის ეფექტიანი საშუალებაცაა და შეუძლია მოტეხილობის შეხორცება 50%-ით დააჩქაროს. ვერცხლი კანისა და სხვა ნაზი ქსოვილების რეგენერაციასაც უწყობს ხელს. ის ხელს უწყობს ჭრილობის სტერილურობის შენარჩუნებას. ამ დადებითი ეფექტების გამო ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ჭრილობების სამკურნალოდ დანერგეს და წარმატებით იყენებდნენ თხელ ანტიბაქტერიულ ვერცხლის ფოლგას. დღეს ვერცხლს აშშ-ის ქირურგიული კლინიკების 70%-ში იყენებენ. შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის ექიმმა ბიორნ ნორდენსტრიომმა გამოაქვეყნა კიბოს მქონე პაციენტების კოლოიდური ვერცხლით წარმატებით მკურნალობის შემთხვევები. მან წარმატებას იმ შემთხვევებშიც მიაღწია, რომელთა მკურნალობაზეც სხვა ექიმებმა უარი თქვეს. ავსტრიელ მკვლევარ რუდოლფ პეკართან ერთად პროფესორმა ნორდენსტრიომმა წვლილი შეიტანა ECT-ის (Elektro-Cancer Treatment, კიბოს ელექტრომკურნალობა) შემუშავებაში. ეს მეთოდი კიბოს მკურნალობაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წარმატების მაჩვენებელმა დაახლოებით 85%-ს მიაღწია.

მოქმედება

ჟურნალ Science Digest Magazin-ში 1978 წლის მარტში გამოქვეყნებული სტატია საინტერესოდ აღწერს, როგორ მოქმედებს კოლოიდური ვერცხლი. 650 სხვადასხვა მიკროორგანიზმის შემცველ სინჯარაში მოთავსების შემდეგ კოლოიდმა ექვს წუთში გაანადგურა დაავადების ყველა გამომწვევი. ვერცხლი ბაქტერიებსა და პარაზიტებში აღწევს და მათი თიოლური ფერმენტების მოქმედებას ბლოკავს, რითაც დაავადების გამომწვევებს ანადგურებს. კოლოიდურ ვერცხლს გვერდითი მოვლენები არ აქვს. ის არ აზიანებს მსხვილი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს, რადგან ხსნარი მთლიანად წვრილ ნაწლავში შეიწოვება.

დანიშნულება
  • გაცივებით გამოწვეული დაავადებები;
  • ჭიებით ინვაზია;
  • პირის ღრუს დაავადებები (გინგივიტი, პარადონტოზი);
  • დამატებითი ღრუების, ბრონქების და ფილტვების დაავადებები;
  • ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ბრონქიტი...);
  • თმის ცვენა, ცხიმოვანი სებორეა;
  • რევმატიული ართრიტები, ძვალსახსროვანი სისტემის ანთებითი დაავადებები;
  • საკვებით მოწამვლები, დისბაქტერიოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;
  • ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (კონიუქტივიტი, კერატიტი, რქოვანის ტრავმა და დამვწრობა);
  • საშარდე გზების ინფექცია (ქლამიდიოზი, ტრიქომონოზი, გონორეა), შარდის ბუშტის ანთება, პროსტატიტი;
  • კუჭნაწლავის დაავადებები: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ეროზიები, კოლიტი, დიარეა, შეკრულობა, ნაწლავების ფუნქწციის დარღვევა, მეტეორიზმი;
  • კანის დაავადებები: აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, სტაფილოკოკური ინფექცია, პაპილომა ვირუსი, ატოპიური დერმატიტი, ჰერპესი, მოზრდილთა ხილული დაზიანებები; დამწვრობა, მწერების ნაკბენები;
შემადგენლობა

1000 მკგ. უმაღლესი რარისხის ვერცხლის ნანო ნაწილაკები. დემინერალიზებული წყალი. (დეტალური ინფორმაცია)

მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: 5 მლ. (1 ჩაის კოვზი) რეკომენდირებულია დაილიოს დღეში 1 ან 2 ჯერ საჭმლის მიღებამდე და ძილის წინ. ოპტიმალური შეწოვისათვის დააყოვნეთ კოლოიდი 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი. ადგილობრივად კანის დანამვა, ლორწოვანის, სახვევის დანამვა. ტამპონების დასველება.

უკუჩვევები: ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდირებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პროდუქტის ინდივიდუალური შეუთავსებლობის დროს.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

ნანო ოქროსთან ერთად მიღების შემთხვევაში ხდება ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერება. ასეთ კომბინაციას უფრო დიდი ფარმაკოდინამიკური სინერგიზმი ახასიათებს, ვიდრე იგივე საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებით მიიღწევა.

რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადების დროს ნანო ვერცხლით მკურნალობისას
დაავადებები დოზირება, მიღების დრო მკურნალობის ხანგრძლივობა
გრიპი და ვირუსული რესპირატორული ინფექცია, ყელ-ყურ-ცხვირისა და პირის ღრუს დაავადებები
(ანგინა, რინიტი, გარეთა ყურის ანთება, პაროდონტოზი, გინგივიტი, სტომატიტი).
მოლისანი ელექსირი — სავლების სახით ხახის, ნუშურების, პირის ღრუსა და ცხვირისთვის.

ნანო ვერცხლი — წვეთები, ტურუნდები გარეთა სასმენ მილში, საფენები პირის ღრუს ლორწოვანზე, შინაგანად 10–15 მლ, დღეში 3–4-ჯერ.
მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
თვალის ანთებითი დაავადებები ინფექციური გენეზის
(კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი).
1–2 წვეთი თვალში დღეში 3–4-ჯერ ან ქუთუთოების ჩამობანა 2–3-ჯერ. ანთებითი პროცესის კუპირებამდე.
ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები
(მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, განსაკუთრებით ჩირქოვანი ნახველით; პნევმონია; ბრონქოექტაზიური დაავადება; მუკოვისციდოზი).
ინჰალაციების სახით, ულტრაბგერითი ინჰალატორით, დღეში 2-ჯერ. მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
(ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული კოლიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი).

ჭიებით ინვაზია — როგორც დამატებითი საშუალება ექიმის რეკომენდაციასთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით: დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის კოვზი, მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.

შენიშვნა: ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების გამწვავების შემთხვევაში ხსნარში ვერცხლის იონების კონცენტრაცია უნდა გაიზარდოს 2 ჩაის კოვზამდე.

გამწვავების დროს: 2 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
შარდსასქესო სისტემისა და სწორი ნაწლავის დაავადებები
(ვულვოვაგინიტი, კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ბალანოპოსტიტი, უკანა ტანის ქავილი, ბუასილი, უკანა ტანის ნახეთქები, პროქტიტი, პარაპროქტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი).
გინეკოლოგიური დაავადებების დროს პერორალურად: დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი, 10–14 დღის განმავლობაში.

მოლისანი ანტისეპტიკი — ადგილობრივად, გამორეცხვების, მიკროოყნების, ტამპონებისა და საფენების სახით, ანთების კუპირებამდე.

პროსტატიტის პროფილაქტიკა — დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი.
მიიღება 1 თვის განმავლობაში.
საშარდე გზების ინფექციები
(ქლამიდიოზი, ტრიქომონოზი, გონორეა).
ნანო ვერცხლის ინსტილაციები კათეტერით ან გამორეცხვები დღეში 1-ჯერ.

პროსტატიტის პროფილაქტიკა — დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი.
მიიღება 2–3 თვის განმავლობაში.
შარდის ბუშტის ხანგრძლივი, 5 დღეზე მეტი, კათეტერიზაციის დროს საშარდე გზების აღმავალი ინფექციის პროფილაქტიკა. ნანო ვერცხლის ინსტილაციები კათეტერით დღეში 1-ჯერ. კურსი — 4–6 დღე ან მდგომარეობის ნორმალიზაციამდე.
ონკოლოგიური დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეები, ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში.

მძიმე ინფექციები: ტუბერკულოზი, სიფილისი, შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი.
მიიღება მეტრონომიულად — ხშირად, მცირე დოზებით — ნანო ოქროსთან ერთად, 30-წუთიანი ინტერვალით, როგორც დამატებითი საშუალება ექიმის რეკომენდაციასთან ერთად.

5 მლ სუბლინგვურად, ენის ქვეშ. დააყოვნეთ 5–10 წუთი, ან სანამ პირი ნერწყვით არ აივსება, შემდეგ გადაყლაპეთ და დააყოლეთ 150–200 მლ ცოცხალი წყალი.

მიიღება ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
კურსი — 21 დღე.

კურსებს შორის შესვენება — 7–10 დღე.

კურსის მიმდინარეობა — მუდმივად, აღრიცხვიდან მოხსნამდე.
პუბლიკაციები

Clinical Applications of Gold and Silver Nanocolloids (en)
Clinical Applications of Gold and Silver Nanocolloids (ru)
Effect of Colloidal Metallic Gold on Cognitive Functions (en)
პათოგენურ მიკროორგანიზმზე ვერცხლის იონთა ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმის შესახებ.
ვერცხლიანი წყალი - მკურნალი - "კვირის პალიტრა" 11-22 იანვარი, 2012წ.
ვერცხლის კოლოიდი და მისი ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმზე.
ნანო ვერცხლის იონების ზემოქმედება მიკრობის უჯრედზე.
კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესწავლა.
წყალბადის ზეჟანგი 100-ჯერ ზრდის ნანო ვერცხლის ეფექტურობას.
Cayenne and Colloidal Silver.
From: Garry Hobart.
Silver iontophoresis.
კოლოიდური ვერცხლის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში ატოპიური დერმატიტის და დისბაქტერიოზის მკურნალობის დროს.
Stomach "Flu" Virus and Colloidal Silver
Wounds, Foot Fungus, Colloidal Silver & More
HIV / AIDS Treated with Oral Use of Colloidal Silver
Hepatitis C and Colloidal Silver
Throat and Mouth Infection Cured with Nanosilver
Silvergen Colloidal Silver Used Orally & Via a Nebulizer
Influenza - Flu Virus: