მოლისანი

მოლისანის გამოხმაურებები · ჭრილობები

ჩვენი მომხმარებლების გამოყენების ისტორიები, ფოტოები და შეტყობინებები. მოძებნეთ გამოხმაურებები პროდუქტის ან თქვენთვის საინტერესო თემის მიხედვით.

არქივშია 1722 გამოხმაურება და შეტყობინება.

ნაჩვენებია 24 / 79

ჭრილობები

ანჟელა უზარაშვილი

„მოლისანის“ გამოყენების უკვე მესამე დღეს გამოჩნდა შედეგი: ჩირქოვანი უბნები გაქრა, ჭრილობა გამოშრა, ტკივილიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

შეშუპებამ დაიკლო — თუ ადრე ფეხსაცმელს ვერ ვიცვამდი, ახლა ჩვეულებრივ ვიცვამ. სიმხურვალემაც გაიარა. ჭრილობიდან გამონადენი აღარ არის — ყველაფერი გამოშრა. მესამე დღეს უსიამოვნო სუნიც გაქრა.

ყოველ სამ საათში ერთხელ ვიცვლიდი „მოლისანით“ დასველებულ საფენს.

მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ეს წამალი რომ არა... ისე საშინლად მქონდა ფეხი, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 26 აგვისტო, 2026
ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 26 აგვისტო, 2026
ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 30 აგვისტო, 2026
ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 30 აგვისტო, 2026

ისტორიის გაგრძელება

ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის გამოყენებით. ფეხებს ვერ ვამოძრავებდი და ახლა უკვე სიარულიც შემიძლია. მართლაც საოცრებაა და მადლობა მოლისანს.

მადლობა ექიმს და თქვენს მთელ კოლექტივს, რომ ფეხზე დამაყენეთ.

საკონტროლო დაკვირვება — პაციენტის მონათხრობი

  • ტკივილი დაკვირვების მომენტში: 3 ქულა 10-დან.
  • სიწითლე მნიშვნელოვნად შემცირდა.
  • მცირე შეშუპება რჩება; შეშუპება მანამდეც ჰქონდა.
  • რეკომენდაციებს სრულად ასრულებდა; მოლისანის საფენებს ყოველ სამ საათში იცვლიდა.
  • ახალი ჩივილები არ აქვს.
ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 12 სექტემბერი, 2026
ფოტო გამოხმაურებიდან — ანჟელა უზარაშვილი · 12 სექტემბერი, 2026

მერი ყუფარაზე

მართალია, მეც გეთანხმები.მოლისანით მოვირჩინე ტროფიკულო წყლული.ეს წამალი ჩემი ფავორიტია.მე ვცხოვრობ ქუთაისში. ვისაც გინდათ და გჭირდება შემეხმიანეთ.

ზეიკო

ადრე დედას მეც მოვურჩინე მოლისანით წყლული, ოღონდ თავისი წესები აქვს და უნდა დაიცვათ!

ცირა აბუაშვილი

საუკეთესოა მოლისანი. 20 სანტიმეტრის სიგრძის და 8 სმ სიღრმის ნაწოლი მოვურჩინე ძმას მისი დახმარებით.

ინგა ჭანტურია (ნატო)

მოლისანი საუკეთესო საშუალებაა ნაწოლების წინააღმდეგ ❤️, ასევე გამონაყარზე ❤️. ბავშვის გაწითლებულ „ტაკოზეც“ ძალიან დაგვეხმარა. მაინტერესებს, ანგინის დროს ყელის გამოვლება შეიძლება? მიყვარს მოლისანი ❤️❤️❤️❤️❤️

ინგა ჭანტურია (ნატო)

მოლისანი საუკეთესოა ❤️ აი ასეთი ნაწოლის კერა შეახორცა ერთ ღამეში ❤️ (არადა სამი დღე ვეძებეთ მთელს ბათუმში და რომ მივაგენით ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა) შედეგმაც არ დააყოვნა ❤️ მოლისანი ჩვენი ოჯახის განუყრელი მეგობარია წლეების განმავლობაში ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ფოტო გამოხმაურებიდან — ინგა ჭანტურია (ნატო)

ინგა ჭანტურია (ნატო)

დიახ 2015 წლიდან დღემდის ვართ მოლისანის მომხმარებელი. ახლად ინსულტგადატანილ დედას ფეხზე გაუჩნდა წყლული. უამრავი მალამო ვსინჯეთ, თითქოს იწყებდა შეხორცებას, მშრალ მტკივარა კანს იკეთებდა და ისევ იხსნებოდა. მოვიყვანეთ სისხლძარღვთა ექიმი, არც მისმა დანიშნულმა ნალამო მაზებმა უშველა. შემთხვევით გადავაწყდი…

სრულად წაკითხვა

დიახ 2015 წლიდან დღემდის ვართ მოლისანის მომხმარებელი. ახლად ინსულტგადატანილ დედას ფეხზე გაუჩნდა წყლული. უამრავი მალამო ვსინჯეთ, თითქოს იწყებდა შეხორცებას, მშრალ მტკივარა კანს იკეთებდა და ისევ იხსნებოდა. მოვიყვანეთ სისხლძარღვთა ექიმი, არც მისმა დანიშნულმა ნალამო მაზებმა უშველა.

შემთხვევით გადავაწყდი ბროშურას მოლისანი (სადაც ეწერა ამ პრეპარატის სასწაული შესაძლებლობის შესახებ) რატომღაც უცებ ნდობით განვეწყვე და შევიძინე კიდეც: მოლისანი. დღეში 7-8 ჯერ ვუდებთით მოლისანის საფენს და შედეგმაც არ დააყივნა.

ერთ კვიშაში შეიკრა ჭრილობა, ვარდისფერი ახალი კანი გამოჩნდა, ყკველგვარი ხმელი მტკივარის გარეშე. ექიმი გაგიჟხა შედეგით. ჩაიწერა მოლისანი და თქვა: მადლია ყველა მწოლიარე პაციენტს, ვინც ნაწოლებით იტანჯება ვეტყვი ამის შესახებო. ❤️ ასევე ოჯახში პატარასთან გამონაყარზე, ალერგიულ ფონზე ვხმარობდით მოლისანს კლასიკურ სითხეს საფენებს. და რათქმაუნდა დედას განუყრელი მშველელი დღესაც მოლისანია. სამწუხაროდ ბათუმში ძნელად მოსაძებნია.

სოფია

სასწაილია მოლისანი ელექსირი.🙏🙏💖 ბებოს წყლული ქონდა გაუსაძლისი ტკივილებით გამოკვლევებიც ჩაიტარა რამდენჯერ გადააყლაპეს ზონდი 😞გადაყარა ქიმიური წამლები მოლისანი სცადა ერთი კურსის მერე აღარ ქონდა წყლული გაეწმინდა ტკივილებიც გაქრა.

სპაზმებზეც კარგია. მადლობა თქვენ საუკეთესოები ხართ🙏🙏💖💖💖.

ემზარი ხიზანიშვილი

ნებისმიერი მოლისანის ნამდვილი მიღწევაა! გაგახაროთ ღმერთმა, ჩემს მეუღლეს ტროფიკული წყლული მოურჩინა 🙏🏻💛.

სოფა სოფა კო

ბებოს წყლული ქონდა ტკივილები გაუსაძლისი... მოლისანის მიღების შემდეგ საოცარი შედეგი მიიღო სულ გაეწმინდა მე 7 ბოთლი დალია. ენერგიაზეა 🙏💪❤️❤️❤️ მადლობა და ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ მადლობა რომ არსებობთ ❤️❤️❤️❤️

თინიკო

ერთი ბოთლი მოლისან ელექსირ დეტოქსი 0,5ლ მივიღე. შედეგი ნამდვილად მაქვს. კუჭის ზედ. გასტრიტს, ნაღვლის ქრ. ანთებასა და ღვიძლის დაცხიმოვნებაზე.

მომეხსნა ძლიერი შემობერილობები. უსიამოვმო ტკივილები და ჩხვლეტები სხვადასხვა ადგილებში. მინდა გავიმეორო. რას მიეჩევთ, რამდენ ხანში და რა დოზით?

კესარია წულაია

ქრონიკული კოლიტი და ნაწლავირი პრობლემების გამო გამონაყარი ძალიან დიდი ხანია მაწუხებს, შიგადაშიგ უფრო მწვავდებოდა მდგომარეობა. ვიღებდი ძალიან ბევრ საშუალებას, მაგრამ თითქმის ყველა მათგანს ერთჯერადი მოქმედება ქონდა და სახის გამონაყარზე კიდევ უფრო უარესად აისახებოდა.

ცოტა ხნის წინ შევიძინე ნაწლავის ტონიკი და დავემშვიდობე ტკივილს, შებერილობას, სიმძიმეს. 1 კვირაში დასტაბილურდა სრულიად მდგომარეობა და მეორე კვირიდან უკვე კანზე გამონაყარმაც დაიწყო ალაგება. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ჩემს ახლობელს ვურჩიე, ვისაც ვიცოდი რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდა. გაგიკვირდებათ და ყველაზე დადებითად მოქმედებს და თან არა ერთჯერადად არამედ სისტემურად 🤗🎈🎉

მამია ქუთიძე

კუჭის წყლული...... ვიმკურნალე......10 დღეში მომარჩინა. ექიმის დანიშნულების გარეშე, მოლისანის ელიქსირმა.

ცირა აბუაშვილი

უაღრესად კარგი წამალია ერთ თვეში 2 სანტიმეტრიანი სიღრმის და 10 სანტიმეტრიანი დიამეტრის ნაწოლი მოარჩინა.

მინდა ავღნიშნო რომ თურქეთში ვმუშაობდი ოჯახში და ვუვლიდი ჩაწოლილ ავადმყოფს, რომელსაც ვითომ განთქმული წამლებით ვმკურნალობდი და სრული განკურნვა ვერ მოვახერხე 2 ს დიამეტრის ნაწოლისა და ბევრჯერ მინატრია რომ მქონოდა მოლისანი, რომელიც ძალიან ბევრ დაავადებას შველის. გულწრფელი მადლობა ბატონ დავითს. დიდი პატივისცემით ცირა აბუაშვილი

Nick Kyrgios

გამარჯობა. მოხარული ვარ ამ პროექტით 😍 მოკლედ თუ ვრცლად გამომივა ნაწერი, რაც აუცილებლად მინდა დავწერო.. სიმართლეს გეტყვით მე არ გამომიყენებია ჯერ-ჯერობით, თუმცა! ჩემს უახლოეს მეგობარს აწუხებს ვენების ვარიკოზი... მასთან ერთად ჰქონდა წარმოქმნილი ტროპიკული წყლული. ეს დაავადება იყო საშინელება... რა არ მო…

სრულად წაკითხვა

გამარჯობა. მოხარული ვარ ამ პროექტით 😍 მოკლედ თუ ვრცლად გამომივა ნაწერი, რაც აუცილებლად მინდა დავწერო.. სიმართლეს გეტყვით მე არ გამომიყენებია ჯერ-ჯერობით, თუმცა! ჩემს უახლოეს მეგობარს აწუხებს ვენების ვარიკოზი... მასთან ერთად ჰქონდა წარმოქმნილი ტროპიკული წყლული. ეს დაავადება იყო საშინელება... რა არ მოსინჯა (ახალგაზრდა ბიჭია).

იყენებდა ქირურგის მალამოს ფეხზე, თუმცა უიმედოდ და უშედეგოდ იყო. ერთხელ აფთიაქში უნახავს 'მოლისანი', უყიდია; თან ფასიც ხელსაყრელი ყოფილა. ისვამდა ამ მოლისანის სითხეს დაახლოებით 4-5 თვე წროპიკულ წყლულზე (ღია და ღრმა ჭრილობა ჰქონდა). შედეგმა გაგვაოგნა. ჭრილობა ნელ-ნელა შეუხორცდა და ბოლოს სრულად აღმოიფხვრა წყლული ფეხზე.

ეს იყო წარმოუდგენელი! ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა. ჩემი მეგობარი მით უფრო... დადის და ჩვეულ ცხოვრების ტემპს დაუბრუნდა. უღრმესი მადლობლები ვართ ვინც ეს წამალი გამოიგონა საქართველოში. მე პირადად სადაც შემხვდება მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანი ყველას ვუყვები და ვუხსნი, რომ მოსინჯონ მაინც.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას. ❤️️ მადლობა "მოლისანს".❤️️

გიორგი ბერეჟიანი

გაგრაში დავიჭერი ფეხში, ყუმბარის ნამსხვრევებისაგან ომის დროს. მერე შემიხორცდა. 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე დამიჭირეს და მცემეს, დამაბრალეს რომ წინააღმდეგობას ვუწევდი. გამასამართლეს და პირობითი მომისაჯეს, 2008 წელს სახლთან ჩამაგდეს მანქანაში და ყალბი ბრალდებით, ვითომ ვაგინე მათ, გამიცოცხლეს პირობითი…

სრულად წაკითხვა

გაგრაში დავიჭერი ფეხში, ყუმბარის ნამსხვრევებისაგან ომის დროს. მერე შემიხორცდა. 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე დამიჭირეს და მცემეს, დამაბრალეს რომ წინააღმდეგობას ვუწევდი. გამასამართლეს და პირობითი მომისაჯეს, 2008 წელს სახლთან ჩამაგდეს მანქანაში და ყალბი ბრალდებით, ვითომ ვაგინე მათ, გამიცოცხლეს პირობითი.

გლდანის ციხეში ერთერთი ცემის დროს, ჩემდა საუბედუროდ ვუთხარი სადისტებს, რომ მარჯვენა ფეხი დაზიანებული მაქვს ომში და ნუ მირტყამენ მაგ ფეხზე. მიზანმიმართულად მირტყეს იმ ფეხში. სისხლი წამსკდა. ორმოცი დღე ვიხვეწებოდი ბინტს და რაიმ ანტისეპტიკს, მპასუხობდნენ არ გვაქსო. მოკლედ მოვხვდი ორთაჭალის ე. წ. "რესბალნიცაში", თითქმის განგრენამდე მისული ფეხით. ღმერთმა გადამირჩინა ფეხი, აბა იქ არაფერი მკურნალობა არ მიმიღია.

ციხიდან გამოსულმა მეგობრის რჩევით, ვიმკურნალე მოლისანით. წლებია პრობლემა აღარ მქონია. ხუთი თვის წინ ჩემი ხანდაზმული სიმამრი, ორ მეტრიანი კაცი, სადარბაზოსთან წაიქცა. მომიწია მისი აყვანა მესამე სართულზე. წყლულები გამეხსნა ფეხზე. რამდენიმე თვე ვიმკურნალე, "სასწაულმომქმედი" მალამოებით - უშედეგოდ. გამახსენდა მოლისანი. გადავედი მასზე, ორ თვეში მივაღწიე შედეგს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ალბათ სულ მალე ბოლომდე შემიხორცდება. მადლობა ბატონ დავითს, ამ სასწაულებრივი წამლის შექმნისათვის!

ლალი ლალიკო

2017-წელს შემექმნა კუჭ-ნაწლავის პრობლემა. მკურნალობა დავიწყე მაგრამ უშედეგოდ. თითქმის ოპერაციამდე მივედი.. იმდენი წამლის მიღების შემდეგ კუჭის საშინელი ტკივილიც დაემატა. შემთხვევით ინტერნეტში მოლისანის შესახებ წავიკითხე და აღნიშნულ მისამართზე წავედი. შევიძინე მოლისანი და ელექსირი.. ორი-სამი დღის შემ…

სრულად წაკითხვა

2017-წელს შემექმნა კუჭ-ნაწლავის პრობლემა. მკურნალობა დავიწყე მაგრამ უშედეგოდ. თითქმის ოპერაციამდე მივედი.. იმდენი წამლის მიღების შემდეგ კუჭის საშინელი ტკივილიც დაემატა.

შემთხვევით ინტერნეტში მოლისანის შესახებ წავიკითხე და აღნიშნულ მისამართზე წავედი. შევიძინე მოლისანი და ელექსირი.. ორი-სამი დღის შემდეგ საოცარი შედეგი მქონდა.. ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ვიღებდი ამ წამლებს და შედეგიც გასაოცარი მქონდა.

უკვე ორ წელზე მეტია რაც პერიოდულად ვიღებ მოლისანის პროდუქციას სხვადასხვა წამლის სახით. წელიწადში ორ-სამჯერ მივდივარ მოლისანის კლინიკაში და ექიმის დანიშნულებით ვყიდულობ შესაბამის პრეპარატს. დღემდე მადლიერი ვარ მათი მომსახურებით. ამიტომ ვურჩევ ყველას ავადმყოფობის შემთხვევაში მიაკითხონ მოლისანის კლინიკას....❤️️❤️️

მზია ხალაიჯევა-ხაჩიძე

3 წელზე მეტია ჩემი მეუღლე ხმარობს მოლისანს, ფეხზე ჰქონდა ჭრილობა, რომელზეც რა აღარ იხმარა, ათასნაირი მალამოები თუ ხსნარები არაფერმა უშველა. ჩემმა გოგომ უყიდა მოლისანი.

ადრე 1 ლიტრიანში იყო, იმის შემდეგ სულ გამოუმლეველად გვაქვს სახლში. ფეხი მოურჩა. ახლა მოლისანის ელექსირს სვავს, ინსულტ გადატანილია და რომ არ გაცივდეს ადვილად. ცუდია ხაშურში რომ აღარ არის გაყიდვაში. სულ ვწვალობთ, ბავშვები თუ ვერ ჩამოდიან სხვებს ატანენ.

ქეთი გრიგოლია

25 ₾ მივეცი მოლისანი, მწოლიარესთვის, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს, უკრიალებს ზურგს, კმაყოფილი ვარ.

გულნაზი ქარდავა

დიდი მადლობა მოლისანის შემქნელს, მართლაც საოცარი წამალია. ამის შემქნელმა უნდა იხაროს და იბედნიეროს.

ჩემს მეუღლეს სამჯერ გაუსკდა თორმეტ გოჯაში წყლული, სამჯერ იწვა სავადყოფოში, მაგრამ არაფერმა უშველა, საშინელი ტკივილები ქონდა, არ ვიცოდით რა გვექნა, დღე დღეობით გაქონდა, ვიყიდეთ მოლისანი არა ჩვეულებრივი წამალი და ძალიან მოუხდა, ტკივილები გაქრა, დიდი მადლობა შემქნელს.

ნინო მიხაილიდი

შეყვარებული ვარ თქვენზე, სახეზე ალერგია მქონდა, რაც საბოლოოდ კანის დამწვრობაშიც გადაიზარდა. მოლისანი მირჩიეს და ერთ ღამეში გამოიღო შედეგი. თქვენი მუდმივი მომხმარებელი ვარ დღეიდან. მადლობა თქვენ ❤️️

გურამი თ., მძღოლი. თბილისი.

კუჭის წყლული, გულძმარვა. იმდენად დაწყლულებული მაქვს კუჭი, სამჯერ მაქვს ზონდი გადაყლაპული, ძალიან შეწუხებული ვარ, როგორ არ ვიმკურნალე, რა წამლები არ მაქვს დალეული, არაფერმა მიშველა, ხელი ჩავიქნიე, შევჭამ და დავლევ თქო, როდესაც გასკდება მაგისი… მაშინ გასკდეს. ბოლოს ისე შემიტია, ვიფიქრე წავალ მეოთხეჯე…

სრულად წაკითხვა

კუჭის წყლული, გულძმარვა. იმდენად დაწყლულებული მაქვს კუჭი, სამჯერ მაქვს ზონდი გადაყლაპული, ძალიან შეწუხებული ვარ, როგორ არ ვიმკურნალე, რა წამლები არ მაქვს დალეული, არაფერმა მიშველა, ხელი ჩავიქნიე, შევჭამ და დავლევ თქო, როდესაც გასკდება მაგისი…

მაშინ გასკდეს. ბოლოს ისე შემიტია, ვიფიქრე წავალ მეოთხეჯერაც გადავყლაპავ… მეგობარმა მაინც ყლაპავ და მოდი დღეს ვიქეიფოთ და ხვალ წადიო. ვიქეიფეთ...

ღამე ისე ამტკივდა ვერ დავიძინე, ტელეფონში ამომიგდო ელექსირი, ხშირად მიგდებს ხოლმე, ვიფიქრე დილით ჩავალ აფთიაქში ვიყიდი, არ მეჯერა, ხალხის დაწერილიც წაკითხული მქონდა, მაინც არ მეჯერა… თურმე რისი არ გჯერა, სიცოცხლეა მოლისანი, იმ ღამესვე კარგად დამეძინა, ოთხი დღეა ვსვავ, ერთი არ შეუწუხებივარ ტკივილს, გულძმარვამაც გამიარა... მადლობა თქვენ, ეს რა ყოფილა, თქვენ გაიხარეთ… მადლობა...

ელისო ფარულავა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოლისანის შემქმნელებო!!!!!!!!! 52 წლის ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემა მაქვს... თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ხშირად ვიწამლები... ბოლო ორი თვე მხოლოდ მინერალური წყლებს ვსვავდი...

შემთხვევით, ჩემი ფეისბუქის გვერდზე ვნახე გაზიარებული,, მოლისანის ელექსირი». მომეწონა ის, რომ დამზადებულია ბუნებაში არსებული მცენარეებისგან... სწორედ ეს იყო ჩემი წამალი... ათი დღეა ვსვამ მოლისანს, შედეგი უკვე მეორე დღიდან მქონდა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა... მინდა ცოცხალი წყალი შევიძინო, თუ საშუალება მექნება...

ლალი ჯანელიძე

დიდი მადლობა, გაიხარეთ, ეს რა უკვდავება შექმენით. იხარეთ და იძლიერეთ. პირადად, ჯერჯერობით აღებული მაქვს ნაწოლების და თმის ცვენის საწინააღმდეგო მოლისანი. შედეგი ფანტასტიურია. მადლობა.