გულისრევის შეგრძნება, ალკოჰოლური მოწამვლა (პახმელია).
ინფორმაცია პროდუქტზე
გულისრევის შეგრძნება, ალკოჰოლური მოწამვლა (პახმელია).
„მოლისანი ელექსირის“ მიღების წესი მითითებულია პროდუქტის გვერდზე. მიღების წესი
გულისრევის შეგრძნებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს:
(მას შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ოფლიანობა)
• ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.
• გასტროპარეზი (კუჭის კედლის კუნთების ფუნქციონირების შეზღუდვა, რაც მონელებას უშლის ხელს);
• "დილის სისუსტე" ორსულებში;
• ვესტიბულური ნევრიტი;
• ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი);
• ზოგადი ანესთეზია;
• ობსტრუქცია ნაწლავებში;
• როტავირუსი;
• ქიმიოთერაპია;
• შაკიკი.
ბავშვებში გულისრევის შეგრძნება შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ემოციებმა, სტრესმა, მოწამვლამ, ზედმეტი საკვების მიღებამ, სირბილმა, ჭიებმა.
„მოლისანი ელექსირის“ მიღების წესი მითითებულია პროდუქტის გვერდზე. მიღების წესი
ჭიებით - ჰელმინთებით ინვაზიისას დილაობით, უზმოზე, ბავშვს გულისრევის შეგრძნება აწუხებს. ჭიებზე მიანიშნებს ასევე პირიდან უსიამოვნო სუნი, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერწყვით დასველებული ბალიში, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩაუტარეთ ბავშს ანტიპარაზიტული მკურნალობა მცენარეული და ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელი მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულით. ანტიპარაზიტული კურსის გამეორება რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ.
ბავშვს შესაძლოა აქტიური თამაშების შემდეგაც დაეწყოს გულისრევის შეგრძნება, ან ღებინება, რაც გაძლიერებული ოფლიანობის გამო სითხისა და მარილების დაკარგვის ბრალია. როდესაც ბავშვი დარბის და ოფლიანდება, დროდადრო ასვით რამდენიმე ყლუპი წყალი. უმჯობესია, მინერალური, არა ცივი! მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ახლად ნაჭამი, სავსე კუჭით, ფიზიკურად მეტისმეტად არ დაიტვირთოს.
პატარებს სუსტი ვესტიბულარული აპარატი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მგზავრობისას გულისრევა აწუხებთ, ამას პერიოდულად თავბრუსხვევაც შეიძლება დაემატოს. მგზავრობის წინ ნურაფერს აჭმევთ - სავსე კუჭზე გულისრევა უფრო ადვილად განვითარდება. გარდა ამისა, ურჩიეთ ბავშვს, მგზავრობის დროს იყუროს პირდაპირ, გვერდითა ფანჯრიდან ნუ გაიხედავს, თორემ გულისრევა გაუძლიერდება. მოგზაურობის დროს მოლისანი ელექსირის 2-3 ყლუპი მოუხსნის ბავშს გულისრევის შეგრძნებას და ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს.

