პროსტატიტი,
ბუასილი (ჰემოროი),
ვირუსული პაპილომა,
პარაპროქტიტი.
მოლისანი ანტისეპტიკი
117 მლ.- 10,0 ლარი
500 მლ.- 25,0 ლარი
მოლისანი დეტოქსი
500 მლ.- 40,0 ლარი
117 მლ.- 12,0 ლარი
👩⚕️ დაგვირეკეთ და გაიარეთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან: 032 214-10-10
📝 პრეპარატის გამოყენების გამოცდილებას გაეცანით აქ: გამოხმაურება (წერილები, კომენტარები, შედეგები)
პროსტატიტი: მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენეთ მიკროოყნების სახით დილას და საღამოს. ღამით კი შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სტერილური ბინტიდან დამზადებული ტამპონი, გაჟღენთილი მოლისანით.
მოლისანი დეტოქსი მიიღება შინაგანად, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. დღეში 3-ჯერ, 4-6 კვირის განმავლობაში.
აგრეთვე, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, დილით უზმოზე და საღამოს ძილის, 3-6 თვის განმავლობაში მიიღება 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლოიდი.
ბუასილი (ჰემოროი).
ადგილობრივად: გამოიყენება მოლისანი ანტისეპტიკი, გამოყენება უნდა დაიწყოთ ტუალეტის შემდეგ. დასაწყისში უნდა ჩამოიბანოთ ნაპრალები, კვანძები წყლითა და საპნით, გაიმშრალოთ, და დაიმუშავოთ გრილი მოლისანით (არა უმეტეს 30°C). ყოველი ტუალეტის შემდეგ პროცედურა უნდა განმეორდეს.
მიკროოყნები უნდა გაიკეთოთ 50 მლ. ოდენობით, დღეში 2 - 3 ჯერ, ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს დააყოვნოთ მოლისანი სწორ ნაწლავში (არა ნაკლებ 15-20 წუთი). ოყნები კეთდება სიფრთხილით და მის წვერს უნდა წაეცხოს ვაზელინი.
საჭიროების შმთხვევაში დღეში ორჯერ, დილას და საღამოს შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სტერილური ბინტიდან დამზადებული ტამპონი, გაჟღენთილი მოლისანით.
შინაგანად: მიიღება მოლისანი ელექსირი, ქვედა ნაწლავის ტონიკი და ცოცხალი წყალი.
✔ მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან. მოლისანი ელექსირი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. დღეში 3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.
✔ ქვედა ნაწლავის ტონიკი სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. ქვედა ნაწლავის ტონიკი მიიღება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს. გამოიყენეთ ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური, უმტკივნეულო ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძილზე!
✔ ცოცხალი წყალი დღის განმავლობაში მიიღება 2-3 ლიტრის ოდენობით. დილით უზმოზე 2-3 ჭიქა 50-60° გრადუსამდე შემთბარი (დალიეთ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით), დღის განმავლობაში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ოთახის ტემპერატურის, და 1 ჭიქა ძილის წინ.
რას უნდა ველოდოთ? ხშირ შემთხვევაში 3-4 დღეში წყდება სისხლდენა, ხორცდება წყლულები, ნაპრალები. ეცადეთ მოერიდოთ ცხარე საჭმელს, შებოლილ პროდუქტებს, არ უნდა მიიღოთ მაგარი ალკოჰოლური სასმელები.
ვირუსული პაპილომა სწორ ნაწლავში: სწორ ნაწლავში პოლიპების არსებობისას მიზანშეწონილია მოლისანი ანტიეპტიკის მიკროოყნები დილით და საღამოს. ამ პროცედურის წინ უნდა ჩატარდეს მსხვილი ნაწლავის გაწმენდა დიდი ოყნის (1.5-2 მლ) გამოყენებით.
პარაპროქტიტი: უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა. ეცადეა რომ არ გქონდეთ ყაბზობა. დროულად უმკურნალეთ ბუასილს, ფაღარათს. მკურნალობისთვის საჭიროა, რომ კუჭის დაცლის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით, შემდეგ კი ნაპრალები დაიმუშაოთ თბილი* მოლისანით, გაიკეთოთ ოყნა თბილი* მოლისანით და შეძლებისდაგვარად უნდა დააყოვნოთ 10-15 წუთი.
გამონადენის და ჩირქის არსებობის შემთხვევაში, სასურველია ოყნის განმეორება. პროცედურის დასრულებისას საჭიროა თბილი, ანადუღარი წყლის ოყნის გაკეთება. სასარგებლოა დიეტა კალციუმის, ცილების, ფოსფორის და ვიტამინი D მაღალი შემცველობით.
გაითვალისწინეთ რომ ხშირ შემთხვევაში მწვავე პარაპროქტიტი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, დაგვიანებული ქირურგიული მკურნალობისას კი შეიძლება განვითარდეს გართულებები.
ზემოდ ჩამოთვლილი დაავადებები შესაძლოა იყოს გამოწვეული პარაზიტებით. პარაზიტული ინვაზიის წარმოშობისას მიიღება მოლისანის სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, რომლის შემადგენლობაში ორგანული შავი კაკალი, ორგანული აბზინდა და ორგანული მიხაკია.
შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლს და მთელს ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე, ხოლო მიხაკი ანადგურებს მატლებსა და კვერცხებს.
ისარგებლეთ სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდით, ჰემოსკანირებით.
აქციის ფარგლებში გაიარეთ 70 ლარიანი პროცედურა სიმბოლურ ფასად, 20 ლარად!
👩👧👧 ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად:
👉 მოგვწერეთ მესენჯერში შემდეგი მონაცემები:
გვარი, სახელი, ასაკი, მობილურის ნომერი. სათაურში მიუთითეთ: "(თქვენი ქალაქი), ჰემოსკანირება და ექიმის კონსულტაცია 20 ლარად"
👉 დაგვირეკეთ ტელეფონზე:
032 218-04-04; 032 218-07-07; მობ: +995 596 00-10-60
👉 ვმუშაობთ ყოველდღე კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
ჰემოსკანირება ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები.
თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.
გამოხმაურება (წერილები, კომენტარები, შედეგები):
სისხლის დენა მქონდა ბუასილისგან 14 დღე, და 6 დღეში მოვირჩინე მოლისანი ანტისეპტიკით. მეზობელმა დამაკვალიანა. გადავრჩი მგონი ოპერაციას. მერე ორი ბოთლი მოლისანი ელექსირი დავლიე კუჭნაწლავის. დიდი მადლობა.
17.11.2018.
ხალხო სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ამოვისუნთქე ჰემოროისგან, მადლობა დიდი.
20.03.2018.
დასალევი არ ვიცი როგორია, მაგრამ "მოლისანის" ანტისეპტიკი არის უკვდავების წამალი.
04.11.2017.
მამაჩემისთვის უკვდავების წყალთან ასოცირდება მოლისანი, და საერთოდ ჩემი ოჯახისათვის. ნანო ვერცხლი დავალევინე ფეხებზე მკირნალობის პარალელურად (მოლისანის პირველი გამოშვებით) აღფრთოვანებული იყო. როდესაც მირება დაიწყო შარდის ბუშტი აწუხებდა. 2 დღეში შველა იგრძნო, თუმცა არ ველოდით. ისე პროფილაქტიკისათვის მინდოდა დაელია
20.07.2017.
"ბუასილი" დროდადრო მტანჯავდა დაახლოებით 15 წლის განმავლობაში. ღამეებსაც კი მათენებინებდა; მქონდა სისხლ დენა, კვანძების გამოვარდნა, წვა და ტკივილი. კლინიკაშიც კი ვიყავი და მითხრეს რომ საოპერაციო ხარო. სხვათა შორის ცნობილი კლინიკაა... სანთლებს და მალამოებსაც კი ვიყენებდი, მაგრამ უშედეგოდ. არაფერმა არ მიშველა. შემთხვევით მეუღლემ ინტერნეტში ნახა ეს სასწაულ მომქმედი წამალი მოლისანი და ჩავიტარე 10 დღიანი კურსი 6 თვის წინ. შედეგმაც არ დააყოვნა. ამ ჟამად მშვენივრად ვგრძნობ თავს. დიდი მადლობა მის შემომტანს საქართველოში.
29.06.2017.
ერთი წელი იქნება, რაც საშინლად მავნე ჩვევა დამჩემდა. ღამის განმალობაში დაახლებით ხუთჯერ მიწევდა ადგომა და ტუალეტში გასეირნება, პატარა საქმეზე. მითხრეს პროსტატის ბრალი იქნებაო. თქვენი რჩევით დავიწყე, მეორე კვირა სრულდება, პატარა ბინტის ნაჭრის მოლისანით გაჟღინთვა და პროსტატის ჯირკვალთან ახლოში დადება. პარალელურად ვსვამდი, დღეში ორჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 20 - 20 გრამს, მოლისანის ელექსირს. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ! ერთი-ორჯერ თუ ვდგები ღამეში მხოლოდ, იმედი მაქვს ბოლომდე ჩავკლავ ანთებას!!! მადლობა მოლისანს!!!
13.11.2016.
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანით. გინეკოლოგიური პრობლემები მქონდა, და სულ ამილაგა ყველაფერი 10 პროცედურის შემდეგ. ასე რომ გირჩევთ შეიძინოთ.
18.03.2016.
გოგოებო გამორეცხვებთან ერთად ტამპონების გაკეთებაა ძალიან ეფექტური. ნუ ჯერ 1-2 გამორეცხვა პირველ დღეს, უფრო იმისთვის რომ იგრძნო როგორ მოქმედებს მოლისანი. დანარჩენ დღეებში კი დილას და საღამოს გამორეცხვა + ღამე ტამპონი. 3-4 ჯერ ტამპონი საკმარისი იქნება, ნუ ვის როგორ. მე ეროზიაზე 5 დღეში საგრძნობლად კარგი შედეგი მივიღე. ტამპონებისთვის სტერილური ბინტის გამოყენება შეიძლება.
22.02.2016.
ძალიან მომწონს მოლისანი, ბევრ რამეს უხდება, არამარტო ქალური... გამოვიყენე მრავალმხრივ და მართლა მაგარია. მადლობა ამ წამლის შემქმნელს და მწარმოებელს... 💖
14.02.2016.
მადლენა მ.
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის. რამდენიმე წლის წინ პროქტოლოგმა დამისვა დიაგნოზი, ქრონიკული ნაპრალი, საიდანაც დროდადრო მცირე სისხლდენაც მქონდა. ასეთ დროს სანთლებს ვიკეთებდი. ამ რამდენიმე ხნის წინ კი ისე გამამწარა, აღარც სანთლებმა მიშველა, ნაწლავი გარეთ გამოიწია და უკან ვეღარ შედიოდა, საშინლად მეწოდა, ვერც ვდგებოდი და ვერც ვწვებოდი. მოლისანი მიკროოყნით ძლივს შევიშვი შიგნით ისე მეწოდა. მოლისანმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. უკვე ბევრად უკეთესად ვარ, შედარება არ არის.
12.02.2016
მეც არ მჯეროდა მოლისანის ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე. უბრალოდ სწორად უნდა გამოიყენო შედეგი რომ ქონდეს.
10.02.2016.
Iva-Nato Dzneladze (Nato Kuprashvili)
ნამდვილად გირჩევთ გოგოებო. მოლისანი მართლაც რომ საოცრებაა. სამი წელია ვმკურნალობ გინეკოლოგიური პრობლემების გამო და უშედეგოთ. ისე აქებდნენ ამ წამალს რომ მეც დავინტერესდი და გამოვცადე ჩემს თავზე. ორ დღეში შედეგი მიჩვენა. აღფრთოვანებული ვარ... მადლობა ამ წამლის შემქმნელს. წარმატებებს ვუსურვებ.
05.02.2016.
მოლისანი საოცარი წამალია, ახდენს სასწაულებს, უებარი და ეფექტური საშუალებაა ქალური დაავადებების დროს. მადლობა მოლისანს.
18.01.2016.
მოლისანი ჯადოსნური სითხეა, როცა მოიხმართ დარწმუნდებით. რათქმაუნდა თუ საჭიროა თქვენთვის. მე რაზეც გამოვიყენე 100 პროცენტიანია, მეც ეჭვით დავიწყე მკურნალობა მაგრამ მერე ხმა ვეღარ ამოვიღე. მე ერთი წლის წინ შევიძინე 28 ლარად, ეხლა ცოტა გაძვირებულია.
11.01.2016.
მე უკვე რამოდენიმე თვეა ვიყენებ მოლისანს საშოს სანაციისთვის და კმაყოფილი ვარ შედეგით.
მოლისანი ჩემი საყვარელი მედიკამენტია, ხშირად ვიყენებ სქესობრივი გზით გადადებული ინფექციების მკურნალობისას. და ჰიპერანდროგენიით გამოწვეული გამონაყარის კომპლექსური თერაპიისას.
14.03.2015.
მე ვიყენებ მოლისანს, უნივერსალურია. ბავშს ერთ კვირაში აულაგა სურდო და ხველა. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც. ცოცხალ წყალს მთელი ოჯახი ვსვამთ, ძალიან კარგია.
25.02.2015.
ინტიმური პროფილაქტიკისათვის შესანიშნავია! თვეში ერთხელ. ციკლის მოსვლამდე 3-4 დღით ადრე და ციკლის დამთავრების შემდეგ, ასევე 3-4 დღის შემდეგ! ერთჯერადი პროცედურა საკმარისია. მთელი თვე დაზღვეული იქნები!
10.01.2015.
მაწუხებდა ქრონიკულად ბუასილი, ბოლო პერიოდში ძალიან გამიმწვავდა, დამეწყო სისხლდენა. ოპერაციის გარდა ვცადე ყველანაირი მკურნალობა მაგრამ უშედეგოდ. ერთი თვის წინ მირჩიეს მოლისანი და გავეცანი კომენტარებს სიმართლე გითხრათ ვერ დავიჯერე მაგრამ ახლობელმა მომცა 200გრ. და მირჩია მომესინჯა მეც დაუჯერე.
ხალხნო სხვისი არ ვიცი მაგრამ 1 კვირაში შვება ვიგრძენი სისხლდენა შემიწყდა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა მკურნალობა. ეხლა თავს ვგრძნობ ბევრად უკეთესად და ვაგრძელებ მკურნალობას. მადლობა მოლისანს, მე პირადად ძალიან მომიხდა და იაფიც მიჯდება.
14.07.2015
მე ვიყენებ სადღაც 1 კვირაზე მეტია და ვაიმე, რა გააკეთა მოლისანმა, როგორ გითხრა რა გააკეთა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მისვლაც არ მინდოდა საპირფარეშოსთან, უნიტაზთან დაჯდომაც აღარ მინდოდა. ვერც ვდგებოდი, ვერც ვწვებოდი, იმას ვფიქრობდი როგორ დავმჯდარიყავი და როგორ დავწოლილიყავი.
ამჟამათ ვჯდები ჩვეულებრივათ, ის წვის პროცესი რაც მე მქონდა და მაწუხებდა, სადღაც აი 10 სანტიმეტრის ოდენობით, სწორ ნაწლავის სიღრმე ძაან ცუდ მდგომარეობაში მქონდა. მწვავდა, სისხლდენა მქონდა წამოსვლიდან, ფეკალური მასები, და ნუ რა ვთქვა, რომელი ერთი ვთქვა. მწვავდა საშინლად.
ეხლა ამჟამად ამას ვერცერთს ვერაფერს ვერ ვგრძნობ მე. წუხელ, მხოლოდ აი რაღაცნაერი მოწოლითი ტკივილი მქონდა სადღაც ხანმოკლე, 5 წუთიანი. მაგრამ იმანაც გაიარა ძაან მალე და დღეს დღეობით არ მაწუხებს, ისე როგორც ვიყავი ისე არავარ. და მადლობელი ვარ უფლის და მადლობელი ვარ თქვენი.
ექიმმა მითხრა რო მაქ ნაპრალები და ვარ სასწრაფოთ საოპერაციო. რაღაც 5% მინიმალური გადარჩენის შანსი და ისიც სავარაუდო. და ეხლა ამას რომ დავამთავრებ და უნდა მივიდე ექიმთან და მაინტერესებს ექიმი რას მეტყვის, მე ხო ვგრძნობ შედეგს, უკეთესი კი არა, უკვე კარგათ ვარო იმის თქმის მეშინია.
11.03.2015
მოგესალმებით, დღეს მესამე დღეა, რაც დავიწყე მოლისანის გამოყენება, ეხლა თავი ვერ შევიკავე და მოგწერეთ - ეს წამალი არ არის, ეს სასწაულია.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოთმინებით რომ პასუხობდით ჩემ შეკითხვებს, მაგრამ თვეზე მეტია, ისეთი გამწარებული ვიყავი, რას გეკითხებოდით ვეღარც ვხვდებოდი, რაღაც არასრულფასოვანი ადამიანი ვიყავი, ეხლა შეიცვალა ყველაფერი მოლისანის და თქვენი წყალობით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ეხლა ვეძებ ცოცხალ წყალს, ეგეც მოლისანთან ერთად უნდა მივიღო, იმედია მივაგნებ რომელიმე აფთიაქში.
20.01.2015
ორსულობაში გამომაყარა, რას არ ვიყენებდი, მაზებს ვისმევდი, მაგრამ მოლისანმა საუკეთესოთ მიშველა. ბუასილიც დამემართა, ისიც გამიქრო. ძაან მაგარია.
12.10.2014
მოლისანს გინეკოლოგიაში ვიყენებთ. ძალიან კარგი ხსნარია.
მრავალმხრივი გამოყენება აქვს!
03.11.2014.
ფატმანი ც.
მიუხედავად იმისა, რომ სოკო გავრცელებული დაავადებაა არასოდეს მქონია. მაგრამ ზაფხულზე, ზღვაზე ყოფნის შემდეგ აღმომაჩნდა.
სხვა პრეპარატებთან ერთად ვიკეთებდი თბილი მოლისანით გამორეცხვებს, ამ ხსნარმა გასაოგნებელი შედეგით იმოქმედა, რაც აღნიშნა გინეკოლოგ მარინა გელენიძემ. აღმოფხრა რა სოკოს ყოველგვარი ფუძე, მომიწესრიგა საშვილოსნოს ყელი. 31.01.2014წ.
მოლისანის გამოყენების გამოცდილება სხვა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. არ უნდა იფიქროთ, რომ მოლისანი არის პანაცეა ნებისმიერი გასაჭირის დროს და განკურნავს თითოეულ მათგანს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, სადაც სხვა საშუალებები უძლურია, მოლისანი შეუცვლელია.
შესანიშნავად მუშაობს ჭარბ წონაზე მოლისანის ელექსირი, ცოცხალი წყალი და ნანო ვერცხლის კომბინაცია 1 თვიანი კურსი სათანადოდ შერჩეული ბალანსირებული კვების რეჟიმთან ერთად. შედეგი საუკეთესოა, 1 თვეში 5 კგ კლება.
19.10.2016.
გეთანხმებით ნამდვილად და მე მრავალფუნქციური მოლისანი ვიყიდე და შედეგი უკომენტაროდ, ეს ადამიანი უფალმა გამოუგზავნა ქართველ ხალხს... 💗💗💗
16.10.2016.
Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)
მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.
დიდი მადლობა, გლოცავთ.... 5 დღეა ვსვამ მოლისან ელექსირს და კუჭ-ნაწლავი მომიწესრიგა, გაიხარეთ.... მაღალი წნევაც ძალიან მაწუხებს, იმედი მაქვს მომიწესრიგებს....
09.10.2016.
კუჭის გადაგვარებული წყლული მაქვს, ოპერაციაზე უარი მითხრეს რადგან საყლაპავი მილიდან 12 გოჯამდე დაწყლულებულიაო და რამოდენიმე უკვე გადაგვარებულიაო. მოლისანის დალევამ შედეგი მომცა, ორივე გვერდზე წყლული თითო თითო სანტიმეტრით შემცირებულია. ვინც მიცნობს ახლოს კარგად იციან რომ სიარული მიჭირდა, ხელების და ფეხების მომენტალური კანკალი მქონდა, საკმარისი იყო 5 წუთი დავმჯდარიყავი ფეხები მიბუჟდებოდა, სხვის დაუხმარებლად ვერ ვდგებოდი და წლების მანძილზე სახლში ვიყავი ჩაკეტილი, ეხლა კი დამოუკიდებლად გავდივარ ქუჩაში.
07.10.2016.
მოლისანს მართლა ისეთი შედეგი აქვს, მიკვირს ზოგჯერ.
06.10.2016.
მოლისანი ლოსიონი ჩემი სიყვარულია 💜 ძალიან კმაყოფილი ვარ... გირჩევთ ყველაას.
03.10.2016.
მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.
მაწუხებდა ძალოან ბუასილი, დავიწყე მოლისანის ხმარება, ცხოვრება არ მინდოდა ისეთი ტკივილი მქონდა, მოლისანმა საოცარი შედეგი მომცა. მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
27.09.2016.
მე იმდენად კმაყოფილი ვარ მოლისანი ელექსირის რომ მინდა ყველას გავაგებინო. მართლა რო ძალიან დიდ მადლობას ვიხდი. რომ იცოდეთ როგორი რთულად ვიყავი ალბათ თქვენც ჩემსავით გაოცდებოდით. ძალიან რთულად ვიყავი, ყოველ დღე 10 აბ სენადექსინს ვსვავდი, მაწუხებდა კოლიტი. რაც მოლისანი დავიწყე, იმ დღიდანვე შედეგი მივიღე, დილით და საღამოთი ნახევარი ლიტრ ცოცხალ წყალში ვხსნი 3-4 მისივე თავსახურს, ერთი ბოთლი 2 კვირას მყოფნის, ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა, არ დაგიმალავთ და 6 კილოც მოვიკელი, მე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვე. შეწყვეტილი მქონდა ორი კვირის განმავლობაში მოლისანი ელექსირი და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს არც კი შეუწუხებივარ, თუმცა მეშინია იმ დღეების გახსენების რაც ელექსირამდე მქონდა და ამიტო სისტემატიურად მაქვს. ვისაც გაქვთ ჩემნაირი პრობლემები აუცილებლად მიიღეთ ცოცხალ წყალთან ერთად, შედეგი იმ დღესვე გექნებათ. მინდა ყველანი ასე კარგად გრძნობდეთ თავს როგორც მე. მადლობა კიდევ ერთხელ! 27.09.2016.
მოლისანის დიდად კმაყოფილი ვარ, არ მეგონა დაჟეჟილობასაც თუ უშველიდა, მაგას ვადებ ჩემ შვილს და მოუხდა. დიდი მადლობა ბატონ დავითს.
23.09.2016.
მე პირადად ვიხმარე თმისთვის, ძალიან მცვიოდა, გარეთ ვერც გავდიოდი. ერთი მოლისანი საკმარისი აღმოჩდა ჩემთვის, დღეში 5-6 ჯერ წასმა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
22.09.2016.
მადლობა რომ არსებობს მოლისანი, ეს არის წამალი რომელიც არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.
20.09.2016.
მოლისანი ნამდვილად კარგი პროდუქტია, მადლობა 💞💞💞
19.09.2016.
შევიძინე მოლისანი ანტისეპტიკი... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
18.09.2016.
მომწონს ძალიან, მომიხდა როზაცეას გამწვავებულ ფაზაში. მადლობა მოლისანის შემქმნელს და ნანა ექიმს რომელმაც მირჩია მოლისანის გამოყენება.
16.09.2016.
შევიძინე ეს მოლისანი და მესამე დღეა რაც ვიყენებ, კმაყოპილი ვარ უზომოდ, სახის კანი ჩვილი ბავშვივით მაქვს. ასევე ინტიმურ ადგილებშიც გასაოცარ შედეგს იძლევა.
15.09.2016.
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის ელექსირით და ცოცხალი წყლით. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.
13.09.2016.
მოლისანი ელექსირი, დასალევი, 32 ლარიანი რომაა... კუჭნაწლავზე ისე მომიხდა, ლუკმას ვერ ვჭამდი, სულ მეწვოდა... ქრონიკული გასტროენტეროკოლიტი და უკენჭო ხოლიცესტიტი მაქვს 25 წელია... თან ძალიან ეკონომიურად ვსვავდი, ვუფრთხილდებოდი რომ მალე არ დაცლილიყო....
06.09.2016.
არაჩვეულებრივია, ჩემს თავზე გამოვცადე ვერცხლის სარგებელი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
06.09.2016.
ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეაალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.
03.09.2016.
როზაცეას კომპლექსურ მკურნალობაში საუკეთესო შედეგს იძლევა მოლისანი ელექსირი და მოლისანი ლოსიონი. მოლისანი ელექსირი უნდა დალიოთ დილით უზმოზე ჭამამდე 30წთ ადრე და ძილის წინ, 15-20მლ. სახე დაიბანეთ კუპრის საპნით და მოლისან ლოსიონით დაასველეთ ბამბის დისკი და საფუძვლიანად გაიწმინდეთ, დღეში ორჯერ, დილით და საღამოთი. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება.
03.09.2016.
Вчера ноги стёрла в кровь, обычно болячки после этого не заживают долго, почти 2 недели.
Решила побрызгать Молисаном и через полчаса уже был заметен результат, у кожи была быстрая регенерация, и так раз 10 брызгали. УТРОМ УЖЕ НИЧЕГО НЕТ, БЕЛАЯ КОЖА... Я в шоке, это правда самый лучший препарат какой я видела. Можно применять практически везде. 😍 ТАТАРСТАН Чистополь.
29.08.2016.
მოლისანის შესაძლებლობები ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ მაკვირვებს.
31.08.2016.
მოლისანი კანს, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან უხდება!
31.08.2016.
მივიღე 2 ბოთლი მოლისანი ელექსირი, იმუნიტეტი ამიწია, ბრონქები სულ გამინთავისუფლა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
25.08.2016.2006 - 2016 წლების კომენტარები იხილეთ აქ: მომხმარებლის აზრი, კომენტარები, წერილები
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.