პრიალა (წითელი) თელა

პრიალა (წითელი) თელა

ფასი 60,0 ლარი.

პრიალა თელა, რომელსაც სხვანაირად წითელ თელასაც უწოდებენ, უძველესი დროიდან გამოიყენება მცენარეულ მედიცინაში. ის დადებითად მოქმედებს ძირითადად მომნელებელ სისტემაზე და აქედან გამომდინარე, სასარგებლოა მთელი ჯანმრთელობისათვის.

წითელი თელა შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას. როდესაც ის ერევა წყალს, წარმოიქმენა ლორწოვანი მასა. მოქმედების ასეთი მექანიზმით ის ხსნის გაღიზიანებას პირის ღრუში, ყელსა და კუჭ-ნაწლავში. ამიტომ კარგად გამოიყენება ყელის ტკივილის, ხველების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დივერტიკულიტის დროს. პრიალა თელა შედის ისეთი საწუწნი აბების შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია ყელის ტკივილის, გაციებისა და ხველების სამკურნალოდ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით რთულ ნახშირწყლებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ შლის, ამიტომაც შეუძლია ანთებითი პროცესის მკურნალობა. მისი გამოყენება შეიძლება ბრონქიტის, ასთმის, ლარინგიტის და სასუნთქი გზების სხვა პრობლემების დროს.

პრიალა თელა ხელს უწყობს სხეულიდან ჰელმინთების გამოდევნას.

ის კარგი დამხმარე საშუალებაა ფსორიაზის, ჭრილობების, წყლულებისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ. ხშირად გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაშიც რადგან პრიალა თელა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

პრიალა თელა ეხმარება მომნელებელ სისტემას შეკურლობის დროსაც. მის შემადგენლობაში არსებული ლორწოვანი ნივთიერება აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს. შესაბამისად მისი გამოყენება შეუძლიათ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც აწუხებთ ჰემოროი.

მას ასევე შეუძლია მჟავიანობის დარეგულირება და იცავს კუჭ-ნაწლავს წყლულებისაგან. ხშირად იყენებენ დიარეის, გულძმარვისა და დივერტიკულიტის სამკურნალოდ.

პრიალა თელა შეიცავს მომნელებელი ფერმენტების უმრავლესობას. ამიტომ კარგად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ეხმარება ორგანიზმს წონის სწორად დაკლებაში. ამასთანავე, ასეთი მოქმედებით ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებასაც.

მისი გამოყენება შესაძლებელია შფოთვისა და გაღიზიანების დროსაც, ვინაიდან წითელი თელა მდიდარია ფენოლებით. ეს ნივთიერებები კი იცავენ ორგანიზმს სტრესისაგან და ამცირებენ მისგან გამოწვეულ სიმპტომებს.

ამ მცენარეს იყენებენ ფსორიაზის დროსაც. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის, თმის, ფრჩხილებისა და სახსრების დაზიანება. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბალთოვანი ფსორიაზი. პრიალა თელას კვების რაციონში ჩართვის დროს ფსორიაზის გამოვლინება კლებულობს. ამიტომ მას ხშირად ურჩევენ ფსორიაზიით დაავადებულ პაციენტებს დერმატოლოგები.

პრიალა თელას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროსაც. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთებითი პროცესი) დროს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების და ტოქსინების არსებობით.
ანალიზის ინოვაციური მეთოდი - ჰემოსკანირება გვაძლევს საშუალებას 15-30 წუთში შევისწავლოთ სისხლის ცოცხალი წვეთი პათოგენური მიკროორგანიზმების, ჭიების და მისი მატლების, სოკოვანი ინფექციისა და სხვა პარაზიტების არსებობაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მოლისანის ანტიპარაზიტარული ფორმულა.
ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ +995 322 18-04-04

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.