ქრონიკული შეკრულობა

ქვედა ნაწლავის ტონიკი

60,0 ლარი 90 კაფსულა.
45,0 ლარი 60 კაფსულა.
65,0 ( 75,0 ) ლარი 1000 მლ. (სითხე).

👩‍⚕️ დაგვირეკეთ და გაიარეთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან: 032 214-10-10

📝 პრეპარატის გამოყენების გამოცდილებას გაეცანით აქ: გამოხმაურება (წერილები, კომენტარები, შედეგები)

დანიშნულება - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ბუასილი, გალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირიდან), დიზენტერია, თიაქარი, კოლიტი, ლორწოვანი კოლიტი, მენორაგია (ანომალურად ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს), მეტეორიზმი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პოლიპები, სპასტიური კოლიტი, შაკიკი, ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა), წყლულოვანი კოლიტი.

ქრონიკული შეკრულობა, ანუ ყაბზობა 21-ე საუკუნის სენია, რომლითაც მოსახლეობის 50-60% იტანჯება. იგი მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მასთან ეფექტური ბრძოლა აუცილებელია!

ქვედა ნაწლავის მატონიზირებული საშუალება, სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით, მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. გამოიყენეთ მოლისანის ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძლზე!

მოლისანი ელექსირი და ცოცხალი წყალთან მიღების შემთხვევაში ახასიათებს სინერგიული ეფექტი. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ დღეში 2-3 ჯერ, 15-20 წუთში მიიღება ცოცხალი წყალი 1-2 ჭიქა. დილით უზმოზე ცოცხალი წყალი მიიღება 2-3 ჭიქა (ან მეტი). მოლისანი ელექსირი და ცოცხალი წყალი მიიღება ცარიელ კუჭზე ან ჭამადე 20-30 წუთით ადრე.

გამოხმაურება (წერილები, კომენტარები, შედეგები):

10

Maia Wivwivadze

მეუღლემ შეიძინა მოლისანის ნაწლავის ტონიკი და ძალიან მოუხდა, სკეპტიკურად განწყობილი იყო, მაგრამ რაც მოხმარება დაიწყო მისი წუწუნი კუჭნაწლავის პრობლემაზე არ გვესმის საერთოდ.
16.05.2020.

10

Liana Tkhelidze

მადლობა თქვენ, ნაწლავის ტონიკი მართლა უებარი წამალია, საკუთარი გამოცდილებიდან.
13.05.2020.

10

Eka Qeburia

ექვსი თვის წინ დავიწყე ქვედა ნაწლავის ტონიკის ხმარება. თავიდან ოთხ კაფსულას დღეში სამჯერ ვღებულობდი.თანდათან შევამცირე თ.ეხლა დღეში ორჯერ ორ-ორი კაფსულას ვღებულობთ.კმაყოფილი ვართ შედეგით.
18.11.2019.

10

Eka Qeburia

ჩემს შვილს ჰქონდა ყაბზობა წლების მანძილზე. ბევრი პრეპარატი მოვსინჯეთ,ისიც ხანგრძლივად.შედეგი არ გვქონდა.ექვსი თვის წინ დავიწყეთ ქვედა ნაწლავის ტონიკის დალევა. თავიდან ექვს კაფსულას დღეში სამჯერ ვსვამდით. ნელ-ნელა გადავედით ორ კაფსულას დღეში ორჯერ. შედეგი კარგია. მადლობა მოლისანს.
10.11.2019.

10

Sofo Sxirtladze

მადლობა კლინიკა მოლისანს! მე მაწუხებდა კუჭნაწლავი, ვიხმარე ქვედა ნაწლავის ტონიკი, საოცრებაა, ტკივილები მომიხნსა, დამირეგულირა რაც მაწუხებდა. ამიტომ გირჩევთ ენდოთ მოლისანს ის საოცარი წამალია. გამდლობთ ისევ.
18.09.2019.

10

Lali Moxevishvili

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ტკივილები მტანჯავდა. გამოვიყენე ქვედა ნაწლავის ტონიკი. ერთი თვეა ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ვაპირებ შეძენას. მადლობა მოლისანს.
29.08.2019.

ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა).
ნაწლავების დისფუნქციის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეკალური მასები ხდება მკვრივი, დეფეკაცია კი - იშვიათი და გაძნელებულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია თანამედროვე ცხოვრების წესით: ძლიერ რაფინირებული (გასუფთავებული და დამუშავებული) და დემინირალიზებული პროდუქტების გამოყენებით, არასწორი დიეტით, დაძაბული და სტრსული ცხოვრების წესით, სწრაფად მიღებული საკვებითა და ვარჯიშის ნაკლებობით. როდესაც შხამიანი ნივთიერებები რჩება და გროვდება მსხვილ ნაწლავში, სისტემა ბინძურდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს მომიჯნავე ორგანოების გაღიზიანებას, მათ შეწებებას, შეხორცებასა და სხვა დაავადებების ჩამოყალიბებას. ადამიანის დეფეკაციის სიხშირე დამოკიდებულია საკვების რეგულარულ მიღებაზე. ჩვეულებრივ, თუ ორგანოები კარგად მუშაობენ, ის შეადგენს სამ დეფეკაციას დღეში: ნორმალურია, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაწლავის მოქმედება დილით, გაღვიძებისთანავე, ამის შემდეგ ყოველი საკვების მიღებისას, და საღამოს, ძილის წინ. აქედან გამომდინარე, სამი-ხუთი დეფეკაცია დღეში - ეს ნორმაა. ნებისმიერ დროს, როდესაც ფეკალიები ფორმირებული, ანუ მკვრივი გამოდის, ეს ნიშნავს, რომ სხეულში ჯერ ისევ დარჩენილია მძიმე ლორწო. იდეალური ელიმინაციით გამოდის მსუბუქი, რბილი მასალა. ის არ უნდა იყოს თხევადი, როგორც დიარეის ან დიზენტერიის დროს.

ადამიანისთვის ცნობილია მრავალი გზა, რომელიც მოქმედებს ყაბზობის „ეფექტზე“ და მხოლოდ რამდენიმე გზა იმისა, რომ ჩასწვდეს გამომწვევ მიზეზს და აღმოფხვრას იგი. დღესდღეობით ბაზარზე ბევრი კომერციული საფაღარათო პრეპარატია, რომლებსაც დროებითი მოქმედების ეფექტი აქვს და დროთა განმავლობაში კარგავს ეფექტურობას. ეს აიძულებს ადამიანს სხვა, უფრო ძლიერ პრეპარატზე გადასვლას. ეს მეორდება ისევ და ისევ, ასაკის მატებასთან ერთად და ადამიანი ხდება სრულად დამოკიდებული საფაღარათო მედიკამენტებისა და ოყნების გამოყენებაზე. ისინი მოგვაგონებენ ყავარჯნებს, რომლებისგანაც, საბოლოოდ, ნაწლავი ხდება იმდენად გაუძლურებული, რომ აღარ შეუძლია დამოუკიდებელი მოქმედება გარეგანი დახმარების გარეშე.

დროთა განმავლობაში, ულორწო დიეტას, დიდი რაოდენობით მთლიანი მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილის შემცველობით, შეუძლია დაარეგულიროს ნაწლავის ექსკრეტორული ფუნქცია. თუმცა საქმე სხვაგვარადაა, როდესაც ნაწლავის კედელზე მრავალი წლის მანძილზე დაგროვდა ლორწოვანი ფენა. ასეთ დროს, უმჯობესია, გამოვიყენოთ პროდუქტები, რომლებიც სპეციფიკურია კონკრეტულად ამ მიდამოს აღდგენისა და გაძლიერებისათვის. ეს სპეციალური პროდუქტები - მცენარეებია. ნაწლავის ქვედა ნაწილისთვის, მრავალი წელია, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მცენარეთა კომბინაციას, რომელმაც ათასობოთ ადამიანს მოუტანა სიკეთე.

აქ მითითებული ყველა საბაზისო გამწმენდი და აღმდგენითი ფორმულა, პროგრამის სქემა და პროცედურა მოყვანილია საშუალო ადამიანისთვის (როცა ადამიანს არ გააჩნია სხვა დაავადება, რომელსაც, თავის მხრივ, სჭირდება მცენარეების კონკრეტული კომბინაცია) და გამოიყენება თითქმის ყველა ზოგადპრობლემურ სიტუაციაში. თუ, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, არ არის საჭიროება იშვიათი ტიპის პრობლემისავის გარკვეული მცენარეების გამოწერისა.

Lower Bowel Tonic
ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება

შემადგენლობა:
1. ორგანულლი ძირყვითელა (Hydrastis canadensis)
2. ველური ხეჭრელის ქერქი (Rhamnus purshiana)
3. ორგანულლი კაიენური წიწაკა (Capsicum fastigiatum)
4. ორგანულლი ჯინჯერი (Zingiber officinale)
5. ორგანულლი კოწახურის ქერი (Berberis vulgaris)
6. ორგანულლი ლობელიას ფოთლები (Lobelia inflata)
6. ორგანულლი ჟოლოს ფოთლები (Rubus idaeus)
8. ორგანულლი რევანდის ფესვი (Rheum palmatum)
9. ორგანულლი დიდი კამა (Foeniculum vulgaris)

მიღების წესი:
გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს ასაკით, სხეულის ზომით, ფიზიკური აგებულებით ორი ერთნაირი ადამიანი (და თვითონ ნაწლავიც, თითის ანაბეჭდების მსგავსად, განსხვავდება), შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობა იწყება ერთი ან ორი კაფსულის მიღებით სამჯერ დღეში, შემდგომ დოზირება რეგულირდება მდგომარეობის მიხედვით. თუ განავალი ხდება ზედმეტად თხევადი, მცირდება დოზა, თუ დეფეკაცია ისევ გაძნელებულია, განავალი მყარია და მისი განდევნა ბევრ დროს იკავებს, იზრდება დოზა, სანამ ნაწლავის მოქმედება არ გახდება რბილი და სწორად აგებული (ძალიან რთულ შემთხვევებში შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 40 კაფსულამდე, ისინი ერთგვარ საკვებს წარმოადგენს და უვნებელია).

მას შემდეგ, რაც მკვრივი ფეკალური მასები ადგილიდან დაიძვრება და ნაწლავების კედლებს მოშორდება (იგულისხმება გამკვრივებული ფეკალური მასების ქერქები, რომლებიც ინახებოდა ნაწლავში წლების განმავლობაში და ახლა ადგილიდან დაიძრა და შთანთქავს ნაწლავურ სითხეს) კაფსულების დოზა თანდათან იკლებს; მაგრამ ამ ეტაპზე არ უნდა შემცირდეს ნაწლავის ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალების დოზა, რადგანაც ამ შემთხვევაში დაიკარგება მარგებელი იმპულსი და დაირღვევა განდევნის უწყვეტობა. შემთხვევათა უმრავლესობაში, არასწორმა დიეტამ გამოიწვია კუნთოვანი პერისტალტიკის პარალიზება, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად სრულად. ამიტომ, საშუალო სტატისტიკური ადამიანი საჭიროებს მატონიზირებელი საშუალების 6-9 თვის განმავლობაში მიღებას, იმისთვის, რომ სრულად მოიშოროს ფეკალური ნადებები, აღიდგინოს ნაწლავის სტრუქტურა, რათა პერისტალტიკა შესრულდეს დამოუკიდებლად.

ადამიანთა უმეტესობას მსხვილ ნაწლავში უგროვდება კილოგრამობით ძველი, გამშრალი ფეკალური მასები, რაც წამლავს კუჭ-ნაწლავს და ხელს უშლის საჭმლის ასიმილაციას. ამის გამო, ისინი ჭამენ ბევრად მეტს, ვიდრე საჭიროებს ორგანიზმი. ამ ავადმყოფურ მდგომარეობაში ისინი ცვეთენ ორგანიზმს, რადგან ცდილობენ მიიღონ საკმარისი კალორაჟის საკვები, თუმცა დანაყრებას ვერ გრძნობენ და გამუდმებით ჭამენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ნაწლავი გათავისუფლდება, საჭმელი ადვილად ასიმილირდება და ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისი ჩვეული რაციონის დაახლოებით 1/3-ის მოხმარებით. ამავე დროს კი ჰქონდეს ოთხი-ხუთჯერ მეტი ენერგია, სიჯანსაღე და ცხოვრების ხალისი. სუფთა ორგანიზმს მსხვილ ნაწლავში არსებული უჯრედული სტრუქტურების მეშვეობით, თავისუფლად შეუძლია მარტივი საკვები ნივთიერებების შეწოვა. მანამდე ეს შეუძლებელია, რადგამ სასარგებლო ნივთიერებები ინჰიბირდება მყარი ფეკალური ნადებების მიერ და ორგანიზმიდან განიდევნება მანამდე, სანამ მოასწრებს მისთვის სარგებლის მოტანას. როდესაც თქვენი ორგანიზმი სრულად გაიწმინდება, ეს მცენარეები აღარ იქნება საჭირო - მაშინ თქვენი საჭმელი გახდება თქვენი წამალი, თქვენი წამალი კი გახდება თქვენი საჭმელი. ნაწლავების გაწმენდის შემდეგ, ულორწო დიეტის დაცვისას, პრეპარატი გამოიყენება საჭიროებისამებრ.

უკუჩვენება:
პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ინიშნება სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ქვემოთ მოცემულია თითოეული მცენარის თვისებები და გამოყენების მიზანი.

1. ძირყვითელა, ოქროს ფესვი (Hydrastis canadensis) ⬆️

ეს შესანიშნავი მცენარე - მატონიზირებელი, დეტერგენტული, ანტისეპტიკური, გულისრევის საწინააღმდეგო, მსუბუქი საფაღარათო, ლორწოვანი გარსების გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ის მკურნალია- კლავს ინფექციებს და ასუფთავებს სისხლს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა თვისება განაპირობებს სწორედ ძირყვითელას ჩართვას ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად.

2. ხეჭრელის, კასკარას ქერქი (Rhamnus purshiana) ⬆️

ამ ბალახს ასევე „წმინდა ქერქს“ უწოდებენ. მცირე რაოდენობით გამოყენებისას (როგორც ჩვენს შემთხვევაში), ის არის ზომიერი ან სუსტი მოქმედების საფაღარათო და აგრეთვე კუნთოვანი პერისტალტიკის მატონიზირებელი საშუალება. ის აძლიერებს კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის სეკრეტორულ ფუნქციას და შესანიშნავად მოქმედებს მსხვილი ნაწლავის სიდუნესა და ყაბზობაზე. უდავოდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და უსაფრთხო მსუბუქი საფაღარათო ნივთიერება, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ.

3. წითელი ცხარე კაიენური წიწაკა (Capsicum fastigiatum, Capsicum frutescens, Capsicum minimum) ⬆️

კაიენური წიწაკა სუსტი საფაღარათოა, ის ასტიმულირებს ორგანოებს და ეხმარება ვარიკოზული მდგომარეობის აღმოფხვრასა და მათი არედან ქოლესტერინის განდევნაში. ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს წმენდასა და აღდგენაში.

4. კოჭა (ჯანჯაფილი) (Zingiber officinale) ⬆️

ეს მცენარე გამოიყენება მეტეორიზმის (ნაწლავში გაზების დაგროვების) საწინაამღდეგოდ. ჩვენ ჩავრთეთ ის, რათა შევამციროთ გაზების რაოდენობა, რომლებიც წარმოიქმნება ნაღვლის ნაწლავში ჩადინებისა და ძველ ფეკალიებთან შერევისას. კოჭა ასევე ამცირებს კრუნჩხვებსა და ტკივილს.

5. კოწახურის ქერი (Berberis vulgaris) ⬆️

თუ კოწახური არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ მის ნაცვლად გამოიყენოთ მაჰონია (ჭყორფოთოლა) (Berberis Aquifolium), რომელიც მცენარეთა იმავე ოჯახს მიეკუთვნება და იმავე ფუნქციას ასრულებს. მცენარეთა ეს ოჯახი მოქმედებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე როგორც სპეციფიკური საშუალება, რომელიც ნაღველს, იმის მაგივრად, რომ იყოს მკვრივი და დუნე, აძლევს საშუალებას იდინოს თავისუფლად. ნაღველი, თავის მხრივ, ზომიერად მოქმედებს როგორც შინაგანი საფაღარათო საშუალება. აგრეთვე, კოწახური (მაჰონია) გამაჯანსაღებელი (სისხლის გამწმენდი), ანტისიფილიტიკური და მატონიზირებელი საშუალებაცაა.

6. ლობელიას ბალახეული/თესლები (Lobelia inflata) ⬆️

სპაზმოლიტიკური, ნერვების აღმდგენი ნივთიერება, რომელიც აგრეთვე დადებითად მოქმედებს კრუნჩხვებისა და ავადმყოფური მდგომარეობების დროს.

7. ჟოლოს ფოთლები (Rubus idaeus) ⬆️

ეს მცენარე რკინის ციტრატის ფორმით (Fe2(C6H5O7)2*6H20) ხელს უწყობს რკინის მიწოდებას ორგანოთა სისტემებში. მასზე დამოკიდებულია სისხლმბადი და სისხლის მარეგულირებელი თვისებები. ახასიათებს შინაგანი ქსოვილებისა და მემბრანების შემკვრელი და შემკუმშველი ეფექტი. ამასთან ერთად, ის არის კარგი ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური და ფაღარათის საწინაამღდეგო საშუალება.

8. ნამდვილი რევანდის ფესვი (Rheum palmatum) ⬆️

ეს მცენარე - მსუბუქი, ზომიერი საფაღარათო საშუალებაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ჩვილებშიც (რადგან ის ქმნის სადა, მსუბუქ, არასპაზმურ ნაწლავურ მოძრაობებს). ამასთან, წარმოადგენს შემკვრელ, მატონიზირებელ საშუალებას. ეფექტურია ნაწლავების სწრაფი, უსაფრთხო გასუფთავებისთვის. არ გააჩნია „პოსტ-ყაბზობის“ ეფექტი (როგორც ბევრ სხვა საფაღარათოს). განსაკუთრებით სასარგებლოა გაღიზიანებული ნაწლავის დიარეის დროს. ის არა მარტო განდევნის გამღიზიანებელს, არამედ შემკვრელი მოქმედებით აწესრიგებს დიარეას.

9. დიდი კამა (Foeniculum vulgaris) ⬆️

ეს მცენარე ცნობილია შებერილობის (გაზების), დისპეპსიის, კრუნჩხვებისა და სპაზმების, გულისრევის საწინაამღდეგო თვისებებითა და ანტიპარაზიტული ეფექტით (განსაკუთრებით მახვილას საწინაამღდეგოდ). აგრეთვე გვეხმარება ღვიძლის დაავადებების დროს (ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია).

რეზიუმე

როგორც ხედავთ, ამ ცხრა მცენარიდან, თითოეულს გააჩნია კონკრეტული მიზანი, მათი შეერთებისას კი ვიღებთ ბალახოვან საჭმელს ნაწლავის (წვრილი და მსხვილი) არისთვის. გარკვეული დროის განმავლობაში, ფორმულის გამოყენებისას (ჩვენ ვაგროვებდით ძველ ფეკალიებს მრავალი წლის მანძილზე, ასე რომ 9-12 თვე ან ზოგ შემთხვევაში მეტიც, არ ითვლება მძიმე შემთხვევად), ულორწო დიეტასთან ერთად, თქვენ გექნებათ მუდმივი, რეგულარული, ადვილი დეფეკაციები ცხოვრების ბოლომდე. შემდგომში, თუ დაიცავთ საჭირო დიეტას, ნაწლავის ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება აღარ იქნება თქვენთვის აუცილებელი.

ფორმულები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებში, გამოცდილია და დამტკიცებულია ჩვენი კვლევებითა და მრავალწლოვანი პრაქტიკით. არსებობს შეთავსებადი ფორმულები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ და შეუთავსებელი, რომელთა გამოყენებას ჩვენ არ დავამტკიცებთ. მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევქმენით ჩვენი ცნობილი ნაწლავოვანი ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ გვსურდა მიგვეღო არა მხოლოდ მსუბუქი საფაღარათო საშუალება, არამედ ნაწლავების საკვები და ორგანოების დამხმარე. ფორმულა გამომუშავებულია, რათა გაწმინდოს და აღადგინოს ორგანოები, როგორც ეს ხდება სხვა ნებისმიერი რეკონსტრუქციული პროგრამისას. ასეთ შედეგებს ვერ მივიღებთ „სწრაფად“, პროგრამა უნდა გამოვიყენოთ რამდენიმე თვის განმავლობაში. მრავალწლოვანმა გამოყენების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ფორმულას რაღაც აკლია. ამის გამო, ჩვენ მას დავუმატეთ კოჭა. გაჩნდა ასევე კითხვები - „რატომ არ ამატებთ გულისრევის საწინაამღდეგო საშუალებას თქვენს კომბინაციაში?“ - და ჩვენ ჩავამატეთ ჟოლოს ფოთლები, რომ შეგვემსუბუქებინა ეს მდგომარეობა და შეგვევსო ორგანიზმი რკინითა და ხილის მჟავებით (რადგან ნუტრიენტების ნაკლებობა ქმნიდა პრობლემას). ეს იყო დამატებითი დახმარება ყოველი მომხმარებლისათვის. ჩვენს ყველა ფორმულაში (როგორც ამ შემთხვევაშიც), ყოველ ბალახს აქვს საკუთარი, გარკვეული მიზანი.

ადამიანი, რომელსაც აწუხებს ყაბზობა, იღებს მხოლოდ მსუბუქ საფაღარათო საშუალებას და აღარ ფიქრობს პრობლემაზე იქამდე, სანამ ის ისევ არ წარმოჩინდება. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ მოქმედებთ მხოლოდ ეფექტზე! ჩვენ კი გვინდა გასწავლოთ, როგორ ჩაწვდეთ მიზეზს და გათავისუფლდეთ პრობლემისგან!

by Dr. John R. Christopher

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების და ტოქსინების არსებობით.
ანალიზის ინოვაციური მეთოდი - ჰემოსკანირება გვაძლევს საშუალებას 15-30 წუთში შევისწავლოთ სისხლის ცოცხალი წვეთი პათოგენური მიკროორგანიზმების, ჭიების და მისი მატლების, სოკოვანი ინფექციისა და სხვა პარაზიტების არსებობაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მოლისანის ანტიპარაზიტარული ფორმულა.
ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ +995 322 18-04-04

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.