იოჰიმბე

იოჰიმბე

ფასი 65,0 ლარი.

დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში იზრდება იოჰიმბე, ე.წ. „ სიყვარულის ხე“. ადგილობრივი მოსახლეობა ოდიდგანვე იყენებდა ამ მცენარეს ქერქს გაციების, ყელის ტკივილის, სიცხის და მაღალი წნევის სამკურნალოდ. იოქიმბეს ნაყენს ახალდაქორწინებულებს აძლევდნენ პირველი ღამის წინა დღეს და მეომრებს საბრძოლო მოქმედების დასაწყისამდე.ეს ხე უნიკალურია მასში შემავალი სპეციფიური ალკალოიდების გამო. აქედან რამოდენიმე დადებითად მოქმედებს სექსუალურ უძლურებაზე, ამიტომაც ეს კომპონენტი შედის პოტენციის ასამაღლებელ ბევრ პრეპარატის შემადგენლობაში.

შემადგენლობა, ფარმაკოლოგიური თვისებები.

იოჰიმბეს ქერქი 1,5%-ით ალკოლოიდებისგან სედგება, მათ შორის:
• - იოჰიმბინი;
• - დეჰიდროკორინანტეინი;
• - აიმალიცინი;
• - კორინანტინი;
• - ალოიოჰიმბინი;
• - ქორეანტეინი;

იოჰიმბე ბლოკავს ალფა-2 ადრენერგიულ რეცეპტორებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში იწვევენ ერექციის ბუნებრივ დათრგუნვას. ამის შედეგათ ძლიერდება ნორადრენალინის გამოყოფა, რის გამოც ხშირდება გულისცენმა, სტიმულირდება სისხლისმიმოქცევა. ამ თვისების გამო, იოჰიმბეს შემცვლელი პრეპარატები გამოიყენაბა სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ. ალკალოიდი აბლოკირებს ასევე ცხიმოვანი უჯრედების ალფა-2 ადრენერგიურ რეცეპტორებსაც, რაც იწვევს მადის დაქვეითებას და ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ წვას. ეს თვისება გამოიყენება სპორტსმენებში ფიზიკური დატვირთვის წინ , რაც რამოდენიმეჯერ უფრო ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას.

იოჰიმბეს სისტემატიურ გამოყენების დროს ითრგუნება მონოამინოოქსიდაზა, რასაც გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი და ანტიდეპრესიული ეფექტი. იზრდება თვითდაჯერებულობა, ქრება წარუმატებლობის შიშით გამოწვეული სექსუალური დისფუნქცია.

ზურგის ტვინის ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით, ალკალოიდი ააქტიურებს სექსუალური აღზნებადობის ცენტრს, ზრდის ლიბიდოს მამაკაცებში და ქალებში, ამიტომაც მიჩნეულია უძლიერესს აფროდიზიაკათ. გამოიყენება არა მარტო დისფუნქციის და პოტენციის აღსადგენათ, ასევე ჯანმრთელ ადამიანებში სექსუალური შეგრძნებების გასაძლიერებლად. ამასთან ერთად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს და ზრდის საშოს სეკრეტის გამოყოფას ქალებში.

მოქმედება ორგანიზმზე.

იოჰიმბეს ქერქის ექსტრაქტი ახდენს შემდეგ მოქმედებას ორგანიზმზე:
• - გუნებაგანწყობის გაუმჯობესება;
• - ეხმარება დეპრესიულ მდგომარეობების დაძლევაში;
• - აძლიერებს ერექციას;
• - აძლიერებს შეგრძნებებს სკესობრივი აქტის დროს;
• - აფართოვებს სისხლძარღვებს;
• - აუმჯობესებს მცირე მენჟში სისხლისმიმოქცევას
• - აქვეითებს არტერიულ წნევას;
• - აჩქარებს მეტაბოლიზმს;
• - აძლიერებს შრომისუნარობას;
• - აძლიერებს გამძლეობას;
• - გააჩნია ცხიმების დაწვის ეფექტი;
• - გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი ეფექტი.

ამ თვისებიდან გამომდინარე, იოჰიმბინი ინიშნება:
• - ქალებში და მამაკაცებში ნებისმიერი ეთიოლოგიის სექსუალური დისფუნქციის დროს;
• - პირებში, ვისაც სურს ახალი სექსუალური შეგრძნებების მიღება;
• - სპორტსმენებში, ცხიმოვანი მასის კუნთოვან მასაში სწრაფ გადამყვანათ;
• - წონის კლების სურვილის შემთხვევაში;
• - დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებში, შრომის უნარის დაქვეითების, დათრგუნვის და ქრონიკული დაღლილობის დროს.

ადრე იოჰიმბეს მიიჩნევდნენ, როგორც მხოლოდ მამაკაცებისთვის საჭირო პრეპარატს, რადგან ის აღადგენს ერექციას და ზრდის ლტოლვას, მაგრამ ამჟამათ დამტკიცებულია მისი დადებითი ეფექტი ქალურ სექსუალობაზეც,. ნივთიერებას გააჩნიე მატონიზირებელი ეფექტი შარდის ბუშტზე, რაც ძალიან ეხმარება ხანდაზმულ ქალბატონებს შარდის შეუკავებლობის დროს.

უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი.

არ არის რეკომენდირებული იოჰიმბინის შემადგენლობის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და დოზის გადაჭარბება. როგორც ცნობილია, იოჰიმბინი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც დაბალწნევიან პაციენტებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, სამაგიეროდ, საუკეთესო სტიმულატორია იმათთვის, ვინც ვერ იღებს მსგავსი მოქმედების პრეპარატებს არტერიული ჰიპერტენზიის გამო. მედიკამენტის დოზის გადაჭარბება გამოვლინდება შემდეგნაირად:
• - ძლიერე ნერწვდენა;
• - სუნთქვის და გულისცემის გახშირება;
• - არტერიული ჰიპერტენზია
• - ნევროტულობა და ძილის დარღვევა;
• - ტრემორი.

გასათვალისწინებელია, რომ იოჰიმბინის პრეპარატები თრგუნავენ ფერმენტ მონოამონოოქსიდაზის მოქმედებას, რაც აფერხებს ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნას, მაგალითად თირამინს. ისე რომ თუ მედიკამენტის მიღების წინ, თქვენ მიირთვით ლუდი, ყველი, შებოლილი ხორცი, წითელი ღვინო, გულ-ღვიძლის პროდუქტები, მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი მომატება.

მედიკამენტის მოქმედებას საგრძნობლათ აძლიერებს C-ვიტამინის მიღება, ამასთან ერთად არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ანტიდეპრესანტებთან, მეტადონთან და ოპიუმის პრეპარატებთან. წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
სასუნთქი გზების პათოლოგიები;
პსიქიური აშლილობა;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შასაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლათ გაეცანით პრეპარატის მიღების უკუჩვენებას:
• - ასაკი. ( 21 წლამდე ან 60 წლის ზემოთ).
• - ორსულობა
• - ლაქტაცია
• - ჰიპოტონია
• - ჰიპერტონია
• - ათეროსკლეროზი
• - ჰიპერთირეოზი
• - გულის იშემიური დაავადება
• - მომატებული ნევროზული აღზნებულობა
• - შფოთვა
• - ფსიქიკის სერიოზული დარღვევა
• - უძილობა
• - გლაუკომა
• - ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანება
• - კუჭის წყლულოვანი დაავადება
• - I ტიპის შაქრიანი დიაბეტი
• - პროსტატის მწვავე დაავადებები

გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე ხშირია შემდეგი:
• - მომატებული აღზნებადობა, ნევროტულობა
• - თავის ტკივილები., თავბრუსხვევა;
• - კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამწვავება, ტკივილი კუჭის მიდამოში
• - ტაქიკარდია
• - ორტოსტატიკური ჰიპოტონია
• - ალერგია

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რათა მოხდეს დოზირების კორექცია. მიღების წესი:

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს მიღებიდან 1-2 საათში. ამის გამო უმჯობესია მისი მიღება ვაღჯიშის წინ, სასურველია დილით კვებამდე. სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება ნახევარი-ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე, არაუგვიანესი 2 საათი დაძინებამდე.

პრეპარატის მიღების წინ შეიკავეთ თავი ნახშირწყლების მიღებისგან: კარტოფილი, თეთრი პური, მაკარონი, ნამცხვრები, რადგან ინსულინი და ალკალოიდი იოჰიმბინი ანტაგონისტები არიან და ნახშირწყლები ამცირებენ წამლის ეფექტს. ცხიმიანი საკვები, არ ამცირებს ეფექტს, მხოლოდ აფერხებს მედიკამენტის კუჭიდან ათვისებას. ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლოა მისი მიღება ასკორბინის მჟავასთან (C ვიტამინი).

ცხიმის დასაწვავი ეფექტი ძლიერდება ყავის მიღებასთან ერთად, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ იმ პირებშია შესაძლებელი, ვისაც არ აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემები.

იოჰიმბეს პრეპარატების მიღება ადრენომიმეტიკებთან, კლოფელინის ჩათვლით, ასევე სხვა სქესობრივი ფუნქციის მასტიმულირებელ პრეპერატებთან ერთად-სასტიკად დაუშვეველია.

ნუ გადააჭარბებთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების და ტოქსინების არსებობით.
ანალიზის ინოვაციური მეთოდი - ჰემოსკანირება გვაძლევს საშუალებას 15-30 წუთში შევისწავლოთ სისხლის ცოცხალი წვეთი პათოგენური მიკროორგანიზმების, ჭიების და მისი მატლების, სოკოვანი ინფექციისა და სხვა პარაზიტების არსებობაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მოლისანის ანტიპარაზიტარული ფორმულა.
ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ +995 322 18-04-04

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.