უმაღლესი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტები.
შავი კაკალი
ფასი 65,0 ლარი.
• ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი
• გამაჯანსაღებელი და ტონუსის გამაძლიერებელი
• ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებელი
შავ კაკალს როგორც ფართო სპექტრის მოქმედების და მრავალმხრივი გამოყენების პროდუქტს ახასიათებს არაჩვეულებრივად გაჯერებული სასარგებლო ნივთიერებების ნაკრები. მისი კანი შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას: ანტოციანიდებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავეებს, სხვადასხვა ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კობალტის და რკინის მარილებს, ბეტა-კაროტინს, В1, В2, С, PP ვიტამინებს, პროვიტამინ А-ს. აღსანიშნავია, რომ შავი კაკლის კანი შეიცავს რამდენჯერმე მეტ ასკორბინის მჟავას, ვიდრე ასეთი ცნობილი C ვიტამინის წყარო, როგორიცაა ტკბილი წიწაკა და ასკილი.
მაღალი კვებითი ღირებულების მწონე შავი კაკალი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც გამოიყენება იმუნიტეტის დაქვეითების დროს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც გავრცელებულია ავიტამინოზი. შავი კაკალი შეიცავს ლინოლის მჟავას, რომლის მოქმედებით განპირობებულია ქოლესტერინის და შაქრის დონის დაწევა, ქრება ზედმეტი წონა. სასურველია, რომ ეს პროდუქტი მიიღონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა იმისთვის, რომ მიაღწიონ შაქრის დონის სტაბილიზაციას და მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მონაცემები შავი კაკლის უნიკალური თვისებების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივი კაკლის მონათესავე სახეობას, თანამედროვე ცივილიზაციამ მემკვიდრეობით მიიღო უძველესი ინდიელების სახალხო მედიცინიდან.
მრავალი საუკუნის წინ იყენებდნენ კაკლის კანის აქტიურ კომპონენტებს, როგორც კანის გამწმენდ საშუალებას სხვადასხვა კანის დაავადების დროს: ექსუდატიური დიათეზის, ეკზემის, ჰერპესის, ფსორიაზის, მკრეჭელი ლიქენის.
შავ კაკალს ახახიათებს ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება, გვეხმარება სხვადასხვა ტიბერკულეზის (ხახის, კანის), ტუბერკულეზური ლიმფადენიტის, ბრონქიალური ასთმის. უკვე დიდი ხანია (უძველესი დროიდან) მისი მთრიმლავი, ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ფართოდ გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს, ანადგურებს კუჭნაწლავის ტრაქტის პათოგენურ მიკროფლორას.
შავი კაკალი შეიცავს ორგანულ მჟავეებს, ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, რის გამო მას ახასიათებს გამოხატული ანტისეპტიკური თვისებები.
თანამედროვე ადამიანი არ აქცევს საკმარის დროს სწორ კვებას, ეკოლოგიური სიტუაცია კი უარესდება დღითიდღე. სპეციალურად იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მაღალ დონეზე, კომპანია ”მოლისანმა” შეიმუშავა უნიკალური ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაშია შავი კაკლის კანი გაწმენდილი, ექსტრაგირებული სახით ორგანიზმისთვის საჭირო ოპტიმალური დოზირებით.
რეკომენდირებულია მისი მიღება ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, პარაზიტარული დაავადებების, კუჭნაწლავის ანთებითი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ექსუდატიური დიათეზის, ფსორიაზის, ეკზემის, ჰერპესის, მკრეჭელი ლიქენის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპოვიტამინოზების, კანდიდოზის, დისბაქტერიოზის და ორგანიზმის კომპლექსური გაწმენდის დროს.
1 კაფსულის შემადეგენლობა: peel and leaf of black walnut (Juglans nigra) - 450მგ.
დოზირების რეკომენდირებული წესი: მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა ჭამის დროს, მაგრამ არა უმეტეს 6 კაფულისა დღეში.
პროფილაქტიკის/მკურნალობის კურსი: 2-3 კვირა.
შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.
უკუჩვენება: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება). პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.