ვაკანსიაი

ვაკანსია ოჯახის ექიმი.

სამუშაო საათები:
ორშაბათი - შაბათი 10:00-19:00;
ან მცოცავი გრაფიკის მიხედვით.

ანაზღაურება 800,0 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:

პაციენტის დიაგნოსტირება და პირველადი კონსულტაცია;
ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, მისი განახლება და ანალიზი;
შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა;
დაავადების მიმდინარებობის მეთვალყურეობა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია პედიატრი ან თერაპევტი);
ოჯახის ექიმის/თერაპევტის ლიცენზია;
მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
MS Office პროგრამების ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მშვიდი და გაწონასწორებული;
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: myallcv@gmail.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.