მცენარეული ექსტრაქტები.

უმაღლესი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტები.

კალცი ბენე.

40,0 ლარი 60 კაფსულა.

კალცი ბენე ოპტიმალური სამკურნალო ფორმაა ორგანიზმის კალციუმით შესავსვებად ყველა ასაკის ადამიანისათვის, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
დანიშნულება: სისხლდენით გამოწვეული ჰიპოკალცემია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ტრავმები, კალციუმის შეწოვის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ჰიპოპარათირეოზი.

ფიტო კალცი.

45,0 ლარი 60 კაფსულა.

კალციუმი არის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სწორი ფუნქციონირებისთვის. კალციუმი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს ნერვული ღეროს გარსის შენებისათვის, ვენებისა და არტერიების, ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის. ეს ბალახოვანი ფორმულა არის უნიკალური იმით, რომ მის შემადგენლობაში შედის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბევრი საჭირო კომპონენტი. გამოიყენება მრავალი დაავადების პროფილაქტიკისათვსის, ძვლისა და კბილის სტრუქტურის აღსადგენად, ასევე კრუნჩხვებისას, ბავშვებში კბილების ამოჭრის პერიოდში არასწორი თანკბილვის დროს, ასევე ჯანმრთელი ორსულობისათვის, კანის დაავადებებისა და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

ხრტილების და ძვლების ფორმულა.

50,0 ლარი 60 კაფსულა.

მოლისანის ხრტილების, ძვლების და სხეულის ფორმულა შესანიშნავ შედეგენბს იძლევა დაზიანებული ხერხემლის, ძვლების, ბარძაყებისა და სხეულის სხვა ნაწილების მკურნალობისას. იგი ასევე გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, პოლიომიელიტის, გაფანტული სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის, ინსულტისა და ართრიტების დროს. გამოიყენება შესაძლებელია როგორც გარეგანად, ასევე პეროლალურად და იძლევა ძალიან სწრაფ შედეგს.

ანტიპარაზიტარული ფორმულა

50,0 ლარი 90 კაფსულა.
42,0 ლარი 60 კაფსულა.

ქრონიკული დაავადებების დაახლოებით 90% არის გამოწვეული 2 მიზეზით: პარაზიტებით და ტოქსინებით, რომლებიც ამა თუ იმ გზით აღწევენ ადამიანის ორგანიზმში.

ბაქტერიები, პარაზიტები და მიკრობები ბინადრობენ ადამიანის ორგანიზმში, იკვებებიან მისი ენერგიის ხარჯზე და საბოლოო ჯამში გროვდებიან ერთ ადგილას და წარმოქმნიან ავთვისებიან სიმსივნეებს, აგრეთვე აღწევენ სისხლძარღვებში და სისხლში.

ქვედა ნაწლავის ტონიკი

50,0 ლარი 90 კაფსულა.
40,0 ლარი 60 კაფსულა.

ქრონიკული შეკრულობა, ანუ ყაბზობა 21-ე საუკუნის სენია, რომლითაც მოსახლეობის 50-60% იტანჯება. იგი მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მასთან ეფექტური ბრძოლა აუცილებელია!

დანიშნულება - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ბუასილი, გალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირიდან), დიზენტერია, თიაქარი, კოლიტი, ლორწოვანი კოლიტი, მენორაგია (ანომალურად ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს), მეტეორიზმი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პოლიპები, სპასტიური კოლიტი, შაკიკი, ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა), წყლულოვანი კოლიტი.

ასაი

ფასი 45,0 ლარი.

ასაიას კენკრა (Acai berry) მბზინვარე პატარა შავი ნაყოფები, რომლებიც მწიფდებიან წელიწადში ორჯერ მაღალ პალმებზე. ბრაზილიელებისთვის ასაია კენკრა არის განუყოფელი და ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილი, ისინი ამატებენ ამ კენკრის ფხვნილს ბრინჯში, პურში, რძეში. თვითონ კენკრა გამოიყენება კოქტეილების, ნაყინის და სხვა დესერტების დამზადებისთვის.
რითი იზიდავს ეს პატარა კენკრა ბრაზილიელებს? ასაია შეიცავს კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, С, А, D и Е ვიტამინებს, უჯრედისს, ომეგა-3 ცხიმმჟავებს, ფიტოსტერინებს, უჯერ ცხიმებს. ბევრ ნივთიერებას, რომელსაც შეიცავს ასაიას კენკრა, აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც კრავენ მავნე თავისუფალ რადიკალებს ჩვენს ორგანიზმში. შავი ნაყოფები შეიცავენ უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე წითელი ღვინო, გრეიპფრუტი და მოცვიც კი!

აშვაგანდა

ფასი 40,0 ლარი.

აშვაგანდა ინდური ჟენშენი.
ნაადრევი ეაკულაცია, ერექტილური დისფუნქცია, უშვილობა, დაბერება, სექსუალური ლტოლვა, სტრესი, იმუნური სისტემა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა აშვაგანდა გამოიყენება ართრიტის, შფოთვის, უძილობის, სიმსივნის, ტუბერკულოზის, ასთმის, კანის (განსაკუთრებით კანზე თეთრი ლაქების (ლეიკოდერმიის), ბრონქიტის, ხერხემლის ტკივილის, ფიბრომიალგიის, მენსტრუალური პრობლემების, სლოკინის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს

აცეროლა

ფასი 45,0 ლარი.

აცეროლა ბერი - ბარბადოსული ალუბალი.
აცეროლა შეიცავს C ვიტამინის უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე ფორთოხალი და მოცხარი (30-80 ჯერ მეტს). აცეროლაში შემავალ С ვიტამინს აქვს უფრო ძლიერი მოქმედება, ვიდრე ხელოვნურად წარმოებულ ასკორბინის მჟავას. ამიტომ, ჯანმრთელობისთვის საჭიროა დღეში მხოლოდ 2-3 კენკრის ჭამა. გარდა ამისა, აცეროლა შეიცავს პროვიტამინ А-ს, В ჯგუფის ვიტამინებს და К ვიტამინს, რკინას, კალციუმს, ფოსფორს. აქვს ანტიოქსიდანტური, მატონიზირებელი და აღმდგენითი მოქმედება. გამოიყენება დაღლილობის, წონის შემცირების, ინფექციური და ვირუსული დაავადებების დროს. ეფექტურია დიარეის სამკურნალოდაც.

დარიჩინი

ფასი 35,0 ლარი.

დარიჩინი საკმაოდ სერიოზული სამკურნალო საშუალებაა, მაგალითად, ხელს უწყობს შაქრის დონის დაწევას დიაბეტის დროს. 4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
დარიჩინში შემავალი საკვები ბოჭკო (ცელულოზა) და კალციუმი, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას;
დარიჩინი საუკეთესო საშულებაა დიარეის (ფაღარათი) და ყაბზობის (შეკრულობის) პროფილაქტიკისთვის, ის აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ისდადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე, დაბლა სწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
დარიჩინი ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ექინაცეა

ფასი 40,0 ლარი.

ექინაცეა წმენდს ლიმფას, სისხლს, ღვიძლს, თირკმელებს, ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელი უჯრედების აღდგენაში, ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოს, მიკრობებს; ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას, ასტიმულირებს ჯანმრთელი უჯრედების ზრდას, ანტისხეულების გამომუშავებს, შეუცვლელია ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის დროს. გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ზეთისხილის ფოთლები

ფასი 35,0 ლარი.

ზეთისხილის ფოთოლი სასარგებლოა გულის, არტერიული წნევის, ათეროსკლეროზის რისკის შესამცირებლად, დადებითი გავლენა აქვს ქოლესტერინის დონეზე. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ეფექტურია კიბოსა და გულის დაავადებების წინააღმდეგ. ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების, სოკოების, პარაზიტებისა და ბაქტერიების გავრცელებას.

თავშავა

ფასი 35,0 ლარი.

გამოიყენება მადის დაქვეითების, მონელების გაუარესების, განსაკუთრებით სეკრეტორული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, ენტეროკოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს შეკრულობა და მეტეორიზმი.

იონჯა

ფასი 35,0 ლარი.

იონჯას გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან. ხსნის ყაბზობას. ორგანიზმს ეხმარება საკვები ნივთიერებების შეწოვაში.

დანიშნულება: უწესრიგო და არეული კვება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და გონებრივი გადაღლა, ხანგრძლივი ყაბზობა (კუჭის არ მოქმედება) და ნაწლავებში ფეკალური ქვების დაგროვება. ჰეპატიტი, ჰიპერლიპიდემია და ჰიპერგლიკემია, ძილის დარღვევები. რევმატიზმი, პოდაგრა, კოლპიტი, ურეტრიტი, ცისტიტი; აკნე.

კასკარა საგრადა

ფასი 35,0 ლარი.

ამერიკული ხეჭრელა.
ამერიკული ხეჭრელის ქერქს ამერიკელი ინდიელები „კასკარა საგრადა”-ს ანუ "წმინდა ქერქს" უწოდებენ. მცენარის ქერქის შემადგენლობაში შემავალ თავისუფალ ანტრაქინონსა და მისგან წარმოებულ ჰიდროქსიანტრაცინს ახასიათებს კარგად გამოხატული საფაღარათო ეფექტი. ისინი იწვევენ ლოკალური პერისტალტიკის გაძლიერებას მსხვილ ნაწლავში, სისხლში ცირკულაციის მეშვეობით ასტიმულირებენ ნერვულ ცენტრებს და აქედან გამომდინარე, აქვთ საფაღარათო ეფექტი. ამერიკული ხეჭრელას ქერქი დეტოქსიკაციისა და გაწმენდის პროგრამების ჩატარებისას სხვა ძლიერი საფაღარათო საშუალებებისაგან განსხვავებით, უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.

კელპი

ფასი 35,0 ლარი.

კელპი - ეს არის 12 ნატურალური ვიტამინის (A, B1, B2, C, D, E და სხვ.), ასევე შეუცვლელი ამინომჟავების წყარო და ადამიანისთვის საჭირო რამდენიმე ათეული მიკრო- და მაკროელემენტი (რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ბარიუმი, კალიუმი, გოგირდი და სხვ.). კელპი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, გარდა ამისა ებრძვის იოდის დეფიციტით განპირობებულ სხვა დაავადებებსაც მათ შორის ათეროსკლეროზს, გულის იშემიური დაავადებებს. კელპს გააჩნია ანტითრომბოზული აქტივობა, ზემოქმედებს გულის კუნთის კუმშვადობაზე, აფერხებს რაქიტის, ოსტეოპოროზის, კბილების კარიესის განვითარებას, ფრჩხილებისა და თმების მტვრევადობას.

კურკუმინი

ფასი 60,0 ლარი.

კურკუმინი აძლიერებს იმუნიტეტს, ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას, შეუცვლელია ანემიის დროს, აწესრიგებს სისხლის შემადგენლობასა და ცირკულაციას. ხელს უშლის თავის ტვინის სისხლძარღვებში კვანძების წარმოქმნას ალცჰეიმერის დაავადების დროს. სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან. ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა მისი მუშაობისთვის. სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას. ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ეფექტურია მეტეორიზმის დროს. კლავს ნაწლავის პარაზიტებს და ასუფთავებს ნაწლავებს ხრწნადი ნარჩენებისგან. აგრეთვე წმენდს ზედმეტი ლორწოსგან. ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე.

ნიორი

ფასი 35,0 ლარი.

ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, სპაზმოლიტური, ანტიტოქსიკური, შარდმდენი. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციური დაავადებებისადმი, აჩქარებს წყლულების შეხორცებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს კუჭის და ნაწლავის გამართულ მუშაობას, აახალგაზრდავებს, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიული წნევას. ასტიმულირებს სექსუალურ ფუნქციას.

ოქროსფესვა

ფასი 70,0 ლარი.

ოქროს ფესვი უძვირფასესი მცენარეა, ადაფტოგენი რომელიც ჟენშენთან განსხვავებით შეუძლია ბავშვებმაც მიიღონ. აჟანსაღებს და აძლიერებს დასუსტებულ ორგანიზმს.
სისხლდენის (მათ შორის კუჭის (წყლული) და გინეკოლოგიური) შემაჩერებელი ეფექტი. ანტიბაქტერიული მოქმედება, ბუნებრივი ანტიბიოტიკი. შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება. ააქტიურებს სასიცოცხლო ძალებს გაციებისა და ვირუსის დროს. ძლიერი დეტოქსიკანტი , აძლიერებს სისხლძარღვების კედლებსა და კაპილარებს, რაც ეხმარება ვარიკოზული ვენებისა და ბუასილის მკურნალობას.

პერუანული მაკის ფესვი

ფასი 40,0 ლარი.

პერუანული მაკი აუმჯობესებს თესლის ხარისხს, სპერმატოზოიდების მოძრაობას, დადებითად მოქმედებს უნაყოფობის პროფილაქტიკაზე. ზრდის თესლის რაოდენობას.
პერუანული მაკს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ახდენს ანტიოქსიდანტურ ზეგავლენას ორგანიზმზე.
პერუანული მაკი გამოიყენება აფროდიზიაკის სახით. ატონიზირებს ორგანიზმის სასქესო უჯრედებს რომლებიც დადებითად მოქმედებენ წინამდებარე ჯირკვალზე. ზრდის ლიბიდოს მამაკაცებსა და ქალებში. აუმჯობესებს რეპროდუქტიული ფუნქციას.
აახალგაზრდავებს კანს, ანელებს სიბერის პროცესებს.
პერუანული მაკი ახდენს ქალების ჰორმონების სტაბილიზირებას, განსაკუთრებით პმს-ის პერიოდსა და მენოპაუზის დროს.
პერუანული მაკი ახდენს ორგანიზმზე ანაბოლიტიკურ მოქმედებას – ხელს უწყობს მიოგლოინის შემოკრებას კუნთოვან უჯრედებში, ზრდის კუნთურ მასას და ვარჯიშის ხანგრძლივობას.

პრიალა თელა

ფასი 35,0 ლარი.

პრიალა თელა შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას. როდესაც ის ერევა წყალს, წარმოიქმენა ლორწოვანი მასა. მოქმედების ასეთი მექანიზმით ის ხსნის გაღიზიანებას კუჭ-ნაწლავში. ამიტომ კარგად გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დივერტიკულიტის დროს.
მას ასევე შეუძლია მჟავიანობის დარეგულირება. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაშიც.
პრიალა თელა კარგად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ეხმარება ორგანიზმს წონის სწორად კლებაში. მასთან ერთად კი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებასაც.
პრიალა თელა ხელს უწყობს სხეულიდან ჰელმინთების გამოდევნას.
ის კარგი დამხმარე საშუალებაა ფსორიაზის, ჭრილობების, წყლულებისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ.

ჟოლოს ფოთოლი

ფასი 35,0 ლარი.

ჟოლოს ფოთოლი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, იმუნოსტიმულატორი და ზოგადგამაჯანსაღებელი, აუმჯობესებს მადას, ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავების და საშვილოსნოს მუსკულატურის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები.

ჟენშენი წითელი

ფასი 50,0 ლარი.

სხვადასხვა ეტიმოლოგიის ასთენიური მდგომარეობები.

ხანგრძლივი ან/და მომატებეული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვები. პოსტინფექციური პერიოდი.

ჟენშენი თეთრი

ფასი 50,0 ლარი.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიმოლოგიის ასთენიური მდგომარეობები. ხანგრძლივი ან/და მომატებეული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვები. პოსტინფექციური პერიოდი.

სუმა, ბრაზილიული ჟენშენი

ფასი 40,0 ლარი.

ადაპტოგენი, რეგენერაციული ტონიკი, იმუნოსტიმულატორი; არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს კუნთოვან სისტემას. აუმჯობესებს მეხსიერებას. აახალგაზრდავებს, გამოიყენება როგორც სექსუალურად მატონიზირებელი, სედატიური და საანესთეზიო აგენტი. შეიცავს საპონინებს და მათ წარმოებულებს- გამოიყენება სიმსივნის საწინააღნდეგოდ.

სპირულინა

ფასი 40,0 ლარი.

სპირულინა აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს წონის კორექციას და სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებას. იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან, ამცირებს სისხლის წნევას, ათავისუფლებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, ამცირებს წყლულოვანი კოლიტის სიმპტომებს.
სპირულინა გამოიყენება ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (შიდსი, გრიპი, ჰეპრესი, წითელა, ყბაყურა), ალერგიის, ვიტამინო- მინერალური უკმარისობის, ანემიისა და დასუსტებული იმუნიტეტის დროს.

ტრიბულუს ტერესტრისი

ფასი 40,0 ლარი.

ტრიბულს ტერესტრისი ასტიმულირებს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მუშაობას და აძლიერებს ლუტეინიზირებული ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც იწვევს ტესტოსტერონის გამოყოფას სათესლეებში. მრავალგზის გამოკვლევებმა დაადასტურეს პრეპარატ ტრიბულუსის ეფექტურობა სხვადსახვა სახის იმპოტენციის თერაპიაში, ლიბიდოსა და ორგასტული შეგრძნებების გაძლიერებაში.
ამას გარდა, მცენარე ტრიბულუს ტერესტრისი აძლიერებს ჰიპოფიზის მიერ ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფას, რომლის წყალობითაც სათესლეებში ძლიერდება სპერმატოგენეზის პროცესები (იზრდება ეაკულატის მოცულობა, სპერმატოზოიდების კონცენტრაცია და მათი მოძრაობის უნარიანობა), შესაბამისად იზრდება ნაყოფიერება.
სექსუალური შესაძლებლობების გაძლიერების გარდა, მნიშვნელოვნად ზრდის კუნთების მოცულობასა დ სიძლიერეს, ვინაიდან ტესტოსტერონი წარმოადგენს მძლავრ ანაბოლურ ჰორმონს. ამ პრეპარატს იყენებენ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები და კულტურისტები.

ტრიგონელა

ფასი 35,0 ლარი.

ტრიგონელა (Trigonella coerulea) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.

დადებითი თვისებები: ხსნის ანთებით პროცესს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, გამოიყენება აბსცესების დროს. მეძუძური დედებისთვის რძის გამომუშავებას უწყობს ხელს, ტრიგონელას შემადგენლობაში შედის უჯრედისი და მინერალები.

ტრიგონელა შეიცავს:
- რკინას - საჭიროა რკინადეფიციტური ანემიების დროს.
- სპილენძს - მონაწილეობს ფერმენტების სინთეზში.
- მაგნიუმს - მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზში.
- ვიტამინ В6 - მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში.

ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო)

ფასი 30,0 ლარი.

კომბოსტო კეილი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსეა. ხუჭუჭა კომბოსტო (კეილი) გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციის მიზნით და ღვიძლის გასაჯანსაღებლად. არეგულირებს pH-ს. შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს რიტაც აჯანსაღებს და ამაგრებს ძვლებს. ქეილი ანტიოქსიდანტების და ფიტონუტრიენტების საუკეთესო წყაროა, которые отвечают за здоровое состояние органов пищеварительной и сердечно-сосудистой систем, а также способствуют хорошему самочувствию.
ხუჭუჭა კომბოსტო (კეილი) обладает такими полезными свойствами:
повышает сопротивляемость организма к болезням;
выводит токсины;
поддерживает здоровый баланс pH.
укрепляет кости;
оздоравливает органы пищеварительной и сердечнососудистой систем;
повышает жизненные ресурсы организма;
ქეილის ასევე აქვს გოგირდოვანი ნაერთები რომლებიც ამცირებენ სიმსივნის რისკს ორგანიზმში.

ქლორელა

ფასი 35,0 ლარი.

ქლორელა შეიცავს ქლოროფილის პიგმენტს დიდი რაოდენობით (10 ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სპირულინში),რომლის მოლეკულული ბადე თითქმის იდენტურია ჰემოგლობინის მოლეკულურ ბადესთან. წარმოადგენს ცილების და ამინომჟავების წყაროს, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ხელს უწყობს უჯრედის რეგენერაციას და აახალგაზრდავებს კანს. წარმოადგენს დეტოქსიკანტს - წმენდს ვერცხლისწყლისა და მძიმე ლითონებისგან, რომლებიც გროვდება ორგანიზმში, აბალანსებს PH დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავის კედლების ჰერმეტულობას. არის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შავი კაკალი

ფასი 35,0 ლარი.

ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი
• გამაჯანსაღებელი და ტონუსის გამაძლიერებელი
• ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებელი

ძირა (ნამდვილი შავი ძირა)

ფასი 35,0 ლარი.

ნამდვილი შავი ძირა - სედატიური, ძილის მოსაწესრიგებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება, ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი. აუმჯობესებს მეხსიერებას და მინერალების შეწოვას ნაწლავებში. ძირა შეიცავს ძლიერ ანტიბიოტიკ/ანტიმიკრობულ საშუალებას თიმოლს, რომელიც აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი შეჩვევის შემთხვევაში.

ძირტკბილა

ფასი 35,0 ლარი.

ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიციპიზინს და საპონინს. ამ ნივთიერებებს აქვთ ამოსახლველებელი თვისებები. სწორედ ამიტომ ძირტკბილა შედის ხველების საწინააღმდეგო საწუწნ კანფეტებში. ძირტკბილა შეიცავს ბევრ ფლავონოიდებს, ნივთიერებს ანტიოქსიდანტური თვისებებით. ძირტკბილას ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ჰეპატიტის დროს. ეს მცენარე ახდენს ღვიძლზე დამცავ და მოსაშუშ ეფექტს. ძირტკბილა ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის სისხლძარღვების დაცობას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ძირტკბილა ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მისი მოხმარება ხელს უწყობს წყლულების სწრაფ განკურნებას, დაგეხმარებათ ქრონიკული შეკრულობის დროს, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და კუჭის წვენის გამოყოფას.
არსებობს მოსაზრებები ძირტკბილას ფესვისა და მასში შემავალი ნივთიერებების კიბოს საწინააღმდეგო აქტივობის შესახებ.

წითელი სამყურა

ფასი 35,0 ლარი.

წითელი სამყურა აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას, ეხმარება კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში, ხსნის ტკივილს და სპაზმს, ხელს უშლის დეპრესიის ჩამოალიბებას. წითელი სამყურა გაჯერებულია მცენარეული ჰორმონებით, რაც მენოპაუზის დაწყებისას დისკომფორტს ამცირებს. ხელს უწყობს ღრმა ძილს.