ჰემოსკანირება.

ჰემოსკანირება

სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა (ჰემოსკანირება) - ერთერთი ახალი დიაგნოსტიკის მეთოდია. მეთოდი მიმართულია დაავადების მიზეზის დადგენაზე. ჰემოსკანირებისას ვიღებთ სისხლის წვეთს (თითიდან), და დაუყოვნებლივ ხდება მისი შესწავლა ბნელველიან მიკროსკოპში 2500 გადიდებით.  

ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობით გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზე. პროცედურა თვალსაჩინოდ ავლენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს უჯრედულ დონეზე. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხდება შედეგების ჩვენება მონიტორზე და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში. ცოცხალი და გონივრული მიკროსამყარო, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები. თქვენ დაინახავთ სად არიან ერითროციტები, ლეიკოციტები და რატომ ხდება უჯრედების მოძრაობა და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინების კრისტალების დანახვა.

ხდება არსებული დაავადებების დიაგნოზის დადგენა ელემენტარული გზით, აგრეთვე ახალი დაავადებების რისკის განსაზღვრა. მაგალითად, ბავშვების 99% სისხლის წვეთში ვლინდება პარაზიტების მატლები. ისინი დაცურავენ დამოუკიდებლად, აქვთ ლიმონის მაგვარი ფორმა და ეკრობიან ერითროციტების ზედაპირზე. არსებობენ აგრეთვე უფრო საშიში პარაზიტები- შიდაუჯრედული, რომლებიც ძვრებიან ერითროციტებში და აგრძელებენ იქ არსებობას. როდესაც ერითროციტი კვდება , პარაზიტი ეძებს ახალ საცხოვრებელს. რაც შეეხება პარაზიტებს, არსებობენ არა მხოლოდ კარგად ცნობილი ჭიები (ჰელმიტები), არამეტ ერთუჯრედიანები, მაგალითად ლამბლიაები. არსებობს ლამბლიების მარავალი სახეობა. პოლიკლინიკაში აღებული ჩვეულებრივი ანალიზებით მათი გამოვლენა შეუძლებელია.  

თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, ეს ჩანს სისხლის მიხედვით: ერითროციტებს აქვთ მრავალწახნაგოვანი ფორმა. კომპიტერის, მიკროტალღური ღუმელის, ტელევიზორის გამოსხივება ამახინჯებს და ცვლის ერითროციტების ფორმას.  

ხშირად ერითროციტები არ დაცურავენ იზოლირებულად, როგორც წესია, არამეტ ჯგუფდებიან კოლონიებად. ეს ბლანტი სისხლია, რაც მომავალში შეიძლება გაზდეს ინფარქტის მიზეზი (დაჯგუფებული ერითროციტები ავსებენ კაპილარების ნასვრეტს, რაც მიუთითებს უჯრედების ცუდ მომარაგებაზე ჟანგბადით და საჭირო ნივთიერებებით.  

სისხლის წვეთის ანალიზის მეშვეობით ბნელველიან მირკოსკოპში შესაძლებელია შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრა:

• იმუნიტეტის სტატუსი
• დატვირთვა ღვიძლში და ელენთაში
• ქოლესტერინის, შაქრის და შარდმჟავის კრისტალების არსებობა
• მინერალების და ვიტამინების ნაკლებობა
• ჰორმონალური დისბალანსი
• სისხლის გაჯერება მიკროელემენტებით
• საფუარის, ბაქტერიალური და სოკოვანი ინფექციები
• პარაზიტული ინვაზია
• ორგანიზმის გაუწყლოება, ქვეჟანგვა
• საჭმლის მონელების პრობლემები, დისბაქტერიოზი
• მიდრეკილება ათეროსკლეროზისკენ, ანემიისკენ და ნიკრისის ქარისკენ
• მიდრეკილება ინსულტისკენ და ინფარქტისკენ
• შეუსაბამობა დადგენილ დიაგნოზთან, ამა თუ იმ დაავადების მიზეზის დადგენა
• ორგანიზმის შინაგანი გარემოს ხარისხი, რომლის მეშვეობით ხდება ნივთიერებათა ცვლა, ჟანგბადი აღწევს უჯრედებში და ხდება ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოყოფა. (ტოქსინების) უჯრედებიდან
• ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობა (ცხიმოვანი, ცილოვანი, ნახშირწყლოვანი, ფოსფორის და კალციუმის), რაც დამოკიდებულია კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციაზე.
• ინფექციები, რომლებიც არ გამოვლინდა სხვა მეთოდების გამოყენებით
• ქრონიკული ინტოქსიკაციის ხარისხი, ორგანიზმის დატვირთვა მძიმე მეტალებით, წარმოების მავნეობა
• მიდრეკილება კიბოსკენ და სხვა დეგენერატიულ დაავადებისკენ    

ჰემოსკანირების ჩვენებები ბნელველიან მიკროსკოპში:

• დაუდგენელი დიაგნოზი, სუბფებრილური სიცხე, კარდიოლოგიური დაავადებები
• პრობლემური კანი, ნეიროდერმიტი, ალერგიული დაავადებები, სოკოვანი დაავადებები
• ქრონიკული დაღლა, კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილი
• გასტრიტები, საჭმლის ცუდი მონელება, პერიოდულად გამოვლენილი უმიზეზო დისკომფორტი კუჭნაწლავის ტრაქტში
• სტომატიტები, ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები, მდუნედ მიმდინარე ბრონქიტები, დაუსრულებელი წამოხველება
• რძოვანა, საშვილოსნოს ყელის ეროზია
• ფერმენტოპათია, კუჭნაწლავის, ღვიძლის და ნაღვლმდენი გზების დისფუნქცია, ხანგრძლივად მიმდინარე კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები
• შინაგანი ორგანოების ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ინფექციები
• ენდოკრინული სისტემის დაავადებები  

ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელ: +995 32 218-04-04

თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, სპეციალისტის რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გამოაასწოროთ სიტუაცია და დაიბრუნოთ ორგანიზმი ნორმისკენ. შემდგომში კი შეინარჩუნოთ ნორმის მდგომარეობა.

გამოხმაურება:

10

მარიამ შეროზია

ჩემს სისხლში საერთოდ არ იყო პლაზმა, ორგანიზმს აკლდა სითხე. :) თქვენ მიერ ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მდგომარეობა სასწრაფო და დროულ გამოსწორებას საჭიროებდა. თქვენი რჩევით, ბატონო დავით, დავიწყე საკვების იმდენად დაღეჭვა, რომ "დამელია " და ამასთანავე, ახლა უკვე, ყოველდღიურად ვიღებ საჭირო რაოდენობის სითხეს. შედეგმაც არ დააყოვნა, ადრე თუ ვუჩიოდი ხშირ გადაღლას და უხასიათობას, შემდგომ სიტუაცია ბევრად გამოსწორდა და მონელების სისტემა აშკარად გაუმჯობესდა. გარდა ზემოთ აღნიშნული რამდენიმე რჩევისა, რომელსაც ვითვალისწინებ, ყოველდღიურად, უკვე 11 დღეა, ვსვამ მოლისანის მცენარეულ ელექსირს, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის საუკეთესოა. ბატონო დავით, დიდი მადლობა ეფექტური რჩევებისთვის და მოლისანის შექმნისთვის.
07.08.2017

10

Алма Беридзе

ჩემი სისხლი, სუფთა ლამაზი, პარაზიტები არ მყავს 👍👍👍 მადლობა ბატონო დავით. ყველა თქვენი რეკომენდაცია შევასრულე, 3 თვე!!! მაგრამ 😦 კვერცხზე უარი რომ ვერ ვთქვი, ძალიან მიყვარს, არ დაგიჯერეთ, აწი აღარც გავეკარები, კოლესტერინის კრისტალები ძალიან ბევრია, თან რამხელა. საახალწლოდ რომ ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად, კიდევ ერთხელ უნდა გავიშინჯო. მადლობააააააააა 💗💗💗
22.06.2017.

10

დავით თომაძე

სტრესი, დეპრესია, უძილობა, შიში, პანიკა, მელანქოლია, გონების გაფანტვა, ქრონიკული დაღლილობა და ა.შ. გუშინ მარჯანიშვილზე გვესტუმრა ჩვენი მეგობარი, 20 წლის ვაჟი. სურვილი გამოხატა გადავიდეს ცხოვრების ჯანსაღ წესსზე, ჯანსაღ კვებაზე, მიხვდა რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. რას ვაკეთებთ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა შევისწავლით სისხლს. დაგვჭირდა სულ ცოტა, სულ პატარა სისხლის წვეტი თითიდან და 15 წუთი დრო.

დასკვნა, არა, უფრო სწორად რომ ვთქვათ - განაჩენი:
უზომოდ და სწრაფად, პრაქტიკულად დაღეჭვის გარეშე მიღებული, კახურად რომ ვთქვათ, ჩაყლაპული ხორცი ვერ მუშავდება კუჭში. შედეგად ეს გადაუმუშავებული ხორცის მასა მხოლოდ 5-6 საათის შემდეგ დატოვებს კუჭს და გადაბარგდება წვრილ ნაწლავში, სადაც არანაკლებ დროს იბოდიალებს (რა დააკლდებოდა, არც კუჭში, და არც ნაწლავებში კბილები არ გვაქვს) და გადაბრძანდება მსხვილ ნაწლავში, იქ ბატონო ჩემო, ეს მასა დაიწყებს ლპობას, ლპობის შედეგად გამოყოფილი მომწამლავი გაზები და შხამები დახოცავს ჩვენ ძვირფასს სიმბიოტურ ბაქტერიებს, გამრავლდებიან ლპობითი ბაქტერიები და ისე საშინელ, მძაფრ სუნს გამოყოფენ, გარეთაც რომ აღწევს. არ შეგიმჩნევიათ რა სურნელი აზდის ზოგიერთს, განსაკუთრებით მარშრუტკაში, ან ტუალეტის მერე, უკაცრავად, რომლითაც, ნახევარი საათი თუ არ ანიავე ვერ ისარგებლებ.

მოკლედ, ძალიან რომ არ დაგაყოვნოთ, ამ დაშხამულ და გასქელებულ სისხლში ერიტროციტები (ჯანგბადი რომ გადააქვთ ტვინშიც და ღვიძლშიც, და ყველგანაც) ეწეპება ერთმანეთს და ვერ ეტევა კაპილარებში, და რჩება ტვინი ჟანგბადის გარეშე (დეპრესია, შიშები, აგრესია, სულელური საქციელი) და არა მარტო ტვინი. ამ შეწეპებულ და გაშტერებულ ერიტროციტების გარშემო, როგორც ჭაობში თავკომბალები, მრავლდებიან პარაზიტები (ჩვენ კი გვასწავლიან რომ სისხლი სტერილურია 😊 არ დაიჯეროთ) დააკვირდით ვიდეოს, ჩართეთ HD ხარისხი და დაინახავთ ამ ინტენსიურად მოძრავ მქრთალ წერტილებს.
17.05.2017.

10

დავით თომაძე

პარაზიტები სისხლში. ჩვენ გვასწავლიან რომ სისხლი სტერილურია, ამ პარადიგმას ეყრდნობა თანამედროვე ექიმი როდესაც ნიშნავს მკურნალობას სხვა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ!!!...

დააკვირდით ამ ცოცხალი სისხლის წვეთს (ანალიზის ამ მეთოდს არ აღიარებს კლასიკური მედიცინა) ერიტროციტების ირგვლივ მოძრაობს უამრავი პატარა მრქთალი წერტილი, რომელსაც გამხმარ და შეღებილ სისხლში ექიმი ლაბორანტი ვერასოდეს დაინახავს. P.S. უყურეთ ვიდეოს HD ხარისხში.
11.05.2017.

10